კვების მრეწველობაში საკვების დაბინძურების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი ფიზიკური საფრთხეებია. ფიზიკური საფრთხეები ყოველდღე, ჩვენს გარშემო გვხვდება და მისი საკვებში მოხვედრის ალბათობა ძალიან მაღალია.
Food Safety Alliance-ის ბლოგში ფიზიკურ საფრთხეებზე ვისაუბრებთ. გაგაცნობთ და გაგიზიარებთ რისკებს და პრევენციის გზებს თუ როგორ ავირიდოთ თავიდან საფრთხისგან გამოწვეული შედეგები.
Food doc-ის 2023 წლის უახლესი ინფორმაციით, გასულ წლებში საკვების დაბინძურების მთავარი მიზეზი უცხო მასალები და ფიზიკური საფრთხე იყო. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ სამზარეულოში გავრცელებული საფრთხეების შესახებ, თუმცა კიდევ ერთხელ გიზიარებთ თუ რას ნიშნავს ფიზიკური საფრთხე.
რა არის ფიზიკური საფრთხე, რა შეიძლება გამოიწვიოს და როგორ უნდა ვმართოთ ეს საფრთხე:
ფიზიკური საფრთხე არის ნებისმიერი უცხო ობიექტი, რომელიც არ უნდა იყოს საკვებში, ითვლება ფიზიკურ საფრთხედ.
ფიზიკურმა რისკებმა შეიძლება გამოიწვიოს: პირის ღრუს ჭრილობა, დახრჩობა, კბილების გატეხვა ან ადამიანის გარდაცვალება.
ფიზიკური საფრთხეების მართვა: აღჭურვილობის მიწოდების მონიტორინგი, სათანადო გაწმენდა და სანიტარული პირობები არის საკვების უვნებლობის ძირითადი პროცედურები ფიზიკური საფრთხის არსებობის შესამცირებლად.
საკვებისთვის შეუსაბამო მასალები, როგორიცაა ლითონი, ძვლები და სხვა ნივთები არის საკვების დაბინძურების წყარო. ცნობილი ფიზიკური საფრთხეების უმეტესობა თავდაპირველად ნედლეულის ბუნებრივი ნაწილია (კაკლის კანი, ხილის კურკა) ან მათი დასამუშავებლად გამოყენებული აღჭურვილობის ნაწილი (ჭანჭიკი, ხრახნი).
ფიზიკური საფრთხეები არის ბუნებრივად წარმოქმნილი ან უნებლიედ წარმოქმნილი მასალები კვების სისტემაში, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მომხმარებელს ან გამოიწვიოს საკვებით გამოწვეული დაავადება . ფიზიკურ საფრთხეებს სხვაგვარად უცხო მასალებს უწოდებენ. ეს არის ერთ-ერთი მთავარი საფრთხე საკვების მომზადებისას.
ფიზიკური საფრთხის კონკრეტული მაგალითები
ფიზიკური საფრთხეები შეიძლება იყოს სხვადასხვა ფორმისა და ზომის. მაგალითად, ფრინველის ხორცის გამოყენების დროს ყველაზე ხშირად გვხვდება ბუმბულით და ქათმის ფრჩხილებით შეჭრილი საფრთხე.
FSA იზიარებთ 6 ძირითად ფიზიკურ საფრთხეს და მის მახასიათებელს, რომელიც უნდა იცოდეთ. ქვემოთ მოცემულია ფიზიკური საფრთხე და საერთო ობიექტები, რომლებიც დაკავშირებულია ფიზიკურ საფრთხესთან.
მინის მასალებში მოიაზრება გატეხილი განათების მოწყობილობები, ფანჯრები, მინის დამცავები და კონტეინერები.
პლასტმასის და რეზინის შეფუთვა, აღჭურვილობის შეფუთვა, კალმები და სხვა.
ხის პალეტები, ყუთები, ნედლეულის ნაწილები, ფანქარი.
ძვლები ხორციდან, ნაჭუჭის ზღვის პროდუქტებიდან, ფრინველის ბუმბული.
რა უნდა გააკეთოს ბიზნესმა ან საწარმომ, რათა თავიდან აიცილოს ფიზიკური საფრთხე საკვების საჭმელად სახიფათო გახადოს?
მიუხედავად იმისა, რომ სურსათის უვნებლობაში ფიზიკური საფრთხის რისკი შეიძლება იყოს კრიტიკული, მისი წარმოშობა შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს ძალიან მარტივი მონიტორინგის პროცედურებით. სინამდვილეში, ზოგიერთი უცხო ნივთის კონტროლის მეთოდები არის პრაქტიკული მიდგომები, როგორიცაა მაგნიტის გამოყენება ან დამცავი მექანიზმების დაყენება საკვების წარმოების დროს.
რა უნდა გავაკეთოთ რომ თავიდან ავირიდოთ ფიზიკური საფრთხის მოხვედრა საკვებში?
ფიზიკური საფრთხის მასშტაბები
არსებობს სხვადასხვა სახის ფიზიკური საფრთხე, რომელიც მასშტაბების მიხედვით განსხვავდება.
ფიზიკური საფრთხის ზომა, ფორმა და სიმტკიცე
საფრთხის ფიზიკურ მახასიათებლებს შეუძლიათ განსაზღვრონ მისი რისკის დონე. მძიმე, დიდი და ბასრი საგნები უფრო მეტად იწვევს დაზიანებას, ვიდრე რბილი და პატარა უცხო ობიექტები.
სუსტი იმუნური სისტემის მომხმარებლების სეგმენტი.
ხუთ წლამდე ასაკის ბავშვები, ორსული ქალები და მოხუცები
კვების ობიექტის სამზარეულო, საწარმოო ზონები ან თუნდაც თქვენი საცხოვრებელი სივრცის სამზარეულო ერთ-ერთი ყველაზე საფრთხილო და მნიშვნელოვანი წერტილია. სწორედ ამიტომ, მისი დაგეგმვა, მოვლა და სამზარეულოში საკვების მომზადების წესების დაცვა პირდაპირ კავშირშია თქვენსა და თქვენი მომხმარებლის ჯანმრთელობასთან.
ნებისმიერი საკვების დამზადების დროს აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ყველა შესაძლო საფრთხეს და მაქსიმალურად დაგეგმეთ პრევენციული და მაკორექტირებელი ღონისძიებები.
მიიღე ყოველკვირეული სიახლეები და ინფორმაცია სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით