სურსათის უვნებლობის სექტორში 2023 წელი მნიშვნელოვანი ცვლილებით დაიწყო. მიმდინარე წლის 1 ივნისიდან სურსათის მწარმოებელ ყველა ბიზნესოპერატორისთვის HACCP-ის სისტემის დანერგვა სავლდებულო ხდება, ყველა კვების ობიექტი ვალდებულია რომ საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP) დანერგოს.
სურსათის ეროვნული სააგენოს ცნობით ახალი რეგულაცია ვრცელდება ისეთ ბიზნესოპერატორებზე, რომელთა საქმიანობაც მოიცავს შემდეგ სფეროებს:
ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა პირველად 1970 წელს აშშ-ში გამოიყენეს, რის შემდეგაც გავრცელდა და დამკვიდრდა მთელი მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში როგორც სურსათის წარმოები პროცესში მისი უვნებლობის უზრუნველყოფის ყველაზე ეფექტური ხერხი. HACCP-ი შესაძლოა გამოიყენებოდეს სასურსათო ჯაჭვის ყველა ეტაპზე, პირველადი წარმოებიდან საბოლოო, მზა პროდუქტამდე.
food safety alliance-ის დღევანდელ ბლოგში HACCP-ის სისტემის 7 ძირითად პრინციპს გიზიარებთ, რომელთა ცოდნა და პრაქტიკაში დანერგვა უახლოეს პერიოდში ყველა ბიზნეს ოპერატორისთვის სავალდებულო იქნება.
ნებისმიერი ბიოლოგიური, ფიზიკური თუ ქიმიური საფრთხის გამოვლენა, რაც შეიძლება მოიცავდეს: ნედლეულს, შესაფუთ მასალებს და სხვა ფაქტორებს.
საფრთხისათვის ხდება კრიტიკული საკონტროლო წერტილის (Critical Control Point) დადგენა, სადაც მოხდება საფრთხის აღმოფხვრა ან დასაშვებ დონემდე შემცირება.
ყველა კრიტიკულ საკონტროლო წერტილს უნდა ჰქონდეს თავისი კვლევის საფუძველზე დადგენილი ზღვრები, როგორიც არის ტემპერატურა, ტენიანობა, დრო, წონა, კონსერვატების კონცენტრაცია, ვიზუალური კონტროლი თუ სხვა.
კრიტიკული საკონტროლო ზღვრებისა და წერტილების მონიტორინგი წარმოადგენს დაკვირვებისა და კონტროლის დაგეგმილ თანმიმდევრობას, რათა დადასტურდეს რომ კრიტიკული ზღვრები ნამდვილად დაცულია.
მაკორექტირებელი მოქმედებები გულისხმობს პროცედურების განსაზღვრას, რომელიც უნდა განხორციელდეს იმ შემთხვევაში, თუ მოხდება კრიტიკული ზღვრების დარღვევა.
გადამოწმება გულისხმობს ყველა მეთოდს, გარდა მონიტორინგისა, რომელიც გვარწმუნებს, რომ საკვების უნვებლობის მენეჯმენტი მუშაობს ეფექტურად.
7. ჩანაწერების წარმოება
HACCP გეგმის შესრულების დროს ჩატარებული პროცედურების ჩანაწერების წარმოება ობიექტს შესაძლებლობას აძლევს სრულყოფილად და ეფექტურად განაგრძოს მუშაობა.
Food safey alliance-ი სურსათის უვნებლობის სისტემის თავიდან ბოლომდე შემუშავებას და კვების ობიექტზე დანერგვას ყველა ბიზნესოპერატორს სთავაზობს.
HACCP სისტემა წარმოადგენს აპრობირებულ შესაძლებლობას, რომლის საშუალებით სურსათის მწარმოებლები და მიმწოდებლები იცავენ საკუთარ ბიზნესს, მათ მიერ წარმოებულ პროდუქტს და მათ მომხმარებლებს სურსათის მიღებით გამოწვეული დაავადებებისგან.
მიიღე ყოველკვირეული სიახლეები და ინფორმაცია სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით