ხშირად დასმული კითხვები

1რა არის HACCP?
HACCP (საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილები) არის სისტემური პრევენციული მიდგომა სურსათის უვნებლობის მიმართ. იგი განსაზღვრავს პოტენციურ საფრთხეებს საკვების/პროდუქტის წარმოების პროცესში და ადგენს ქმედებებს კრიტიკულ საკონტროლო წერტილების რისკების შესამცირებლად ან აღმოსაფხვრელად, საკვები პროდუქტების უვნებლობის უზრუნველსაყოფად.
2რა არის GMP და GHP?
GMP ( წარმოების სანიმუშო პრაქტიკა) და GHP ( ჰიგიენის სანიმუშო პრაქტიკა) სურსათის უვნებლობის სისტემების აუცილებელი კომპონენტებია. GMP უზრუნველყოფს პროდუქციის წარმოებას და კონტროლს ხარისხის სტანდარტების შესაბამისად, ხოლო GHP ყურადღებას ამახვილებს ჰიგიენის შენარჩუნებაზე წარმოების პროცესში დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.
3რატომ უნდა გავიარო HACCP / GMP / GHP ტრენინგი?
ტრენინგი HACCP, GMP და GHP დაგეხმარებათ თქვენ და თქვენს გუნდს ცოდნის და უნარების გაღრმავებაში, რომელიც აუცილებელია სურსათის უვნებლობის ეფექტური სისტემების დანერგვისა და შენარჩუნებისთვის. ტრენინგით მიღებულმა ცოდნამ შეიძლება გამოიწვიოს პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესება, მარეგულირებელი მოთხოვნების დაცვა და მომხმარებელთა ნდობის გაძლიერება.
4როგორ დაეხმარება HACCP/GMP/GHP ტრენინგი ჩემს ბიზნესს?
სურსათის უვნებლობის ამ სისტემების დანერგვა ხელს უწყობს საკვებით გადამდები დაავადებების თავიდან აცილებას, დანაკარგების შემცირებას და ოპერაციული ეფექტურობის გაუმჯობესებას.
5რას მოიცავს HACCP-ის ტრენინგი?
ჩვენი სასწავლო პროგრამები მოიცავს HACCP, GMP და GHP პრინციპებსა და მათ სწორად გამოყენებას. ეს მოიცავს საფრთხეების იდენტიფიცირებას, კონტროლის ზომების დადგენას, მონიტორინგის პროცედურებს, გამოსასწორებელ ღონისძიებებს და დოკუმენტაციის მართვას. ტრენინგი მოიცავს თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული სავარჯიშოების ერთობლიობას.
6როგორ დავნერგოთ HACCP-ის სისტემა ბიზნესში?
HACCP-ის დანერგვა გულისხმობს საფრთხის ანალიზის ჩატარებას, კრიტიკული საკონტროლო წერტილების განსაზღვრას, კრიტიკული ლიმიტების დადგენას, მონიტორინგის პროცედურებს, მაკორექტირებელ ღონისძიებებს, გადამოწმების პროცედურებს და დოკუმენტაციის წარმოებას.
7ვისთვის არის HACCP-ის სისტემის დანერგვა სავალდებულო?
მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად გამოიყენება კვების მრეწველობაში, HACCP-ის პრინციპების დანერგვა აუცილებელია ნებისმიერ სექტორში, რომელიც ახდენს პროდუქტის მოყვანას, წარმოებას, გადამუშავებას, დაფასოებას, დასაწყობებას, დისტრიბუციას და საცალო გაყიდვას. ასევე ჰიგიენა და პროდუქტის უვნებლობა კრიტიკულია,ისეთ სფეროებში როგორიცაა ფარმაცევტული საშუალებები და კოსმეტიკა.
8რამდენი ხანი სჭირდება HACCP-ის სისტემის დანერგვას?
HACCP-ის დასანერგად საჭირო დრო განსხვავდება თქვენი ოპერაციების სირთულისა და სურსათის ასორტიმენტის მიხედვით. როგორც წესი, ვადები მერყეობს 2-დან 5 თვემდე.
9რას მოიცავს GMP/GHP აუდიტი?
GMP / GHP აუდიტი მოიცავს თქვენი ობიექტების, პროცესებისა და დოკუმენტაციის საფუძვლიან შემოწმებას საჭირო სტანდარტების შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. ჩვენი აუდიტორები მოგაწვდით დეტალურ ანგარიშს, რომელშიც მოცემულია ფოტოები, შესაბამისობის მოთხოვნები და გაუმჯობესების რეკომენდაციები.
10რატომ უნდა ჩავატარო რეგულარული აუდიტები?
რეგულარული აუდიტი დაეხმარება თქვენს კომპანიას უზრუნველყოს, რომ თქვენი სურსათის უვნებლობის სისტემები ეფექტურია და მხარდაჭერილი. აუდიტებს შეუძლიათ პოტენციური საფრთხის იდენტიფიცირება ადრეულ ეტაპზე, სანამ სერიოზულ პრობლემებად გადაიქცევა, ასევე უზრუნველყონ მარეგულირებელი მოთხოვნების მუდმივი დაცვა და პროდუქტის უვნებლობის და ხარისხის მაღალი სტანდარტების შენარჩუნება.
11რამდენად ხშირად უნდა განვაახლო ჩემი HACCP-ის გეგმა?
თქვენი HACCP-ის გეგმა უნდა განიხილებოდეს და განახლდეს მინიმუმ ყოველწლიურად ან მაშინ, როდესაც მნიშვნელოვანი ცვლილებებია თქვენს წარმოების პროცესში, პროდუქტში ან აღჭურვილობაში. რეგულარული მონიტორინგი ხელს უწყობს HACCP-ის გეგმის ეფექტურობას და შესაბამისობას.

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები და ინფორმაცია სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით

დარეგისტრირდით

შესვლა

დაგავიწყდათ პაროლი?