გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მომსახურების წესებსა და პირობებს, რომელსაც გთავაზობთ ი/მ ლიანა სოღოიანი (შემდგომში FSAGEORGIA.GE) სხვადასხვა მომსახურების (სამზარეულოს/საწარმოს დაგეგმარება, ტრენინგები, მონიტორინგი,HACCP-ის დანერგვა) შესაძენად.
ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას და კურსებზე ადგილის შეძენის წინ თქვენ ეთანხმებით წინამდებარე მომსახურების პირობებსა და წესებს. Fsageorgia.ge უფლებას იტოვებს, ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები მომსახურების პირობებში, რაც ავტომატურად განთავსდება კომპანიის ვებ გვერდზე. მოგმართავთ, რათა რეგისტრაციის გავლისას და კურსის შეძენის წინ ყურადღებით გაეცნოთ შემოთავაზებულ მომსახურების პირობებს.
გაითვალისწინეთ, რომ ქვემოთ მოცემული წესები და პირობები შეიძლება იქნას განახლებული ნებისმიერ დროს ტექნიკური ცვლილების საფუძველზე. ჩამოთვლილი წესები და პირობები ვრცელდება მხოლოდ ი/მ ლიანა სოღოიანის მიერ რეალიზირებულ მომსახურებებზე.
FSAGEORGIA.GE მომსახურების სარეალიზაციოდ განთავსების წინ, ი/მ ლიანა სოღოიანი და ორგანიზატორს შორის ფორმდება მომსახურების ხელშეკრულება/კონტრაქტი, რომელიც აცხადებს თანხმობას FSAGEORGIA.GE -ს მიერ შეთავაზებულ სერვისზე.
ი/მ ლიანა სოღოიანი არის კომპანია, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ მსურველს/მომხმარებელს 24 საათის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, საიტის მეშვეობით შეიძინოს სხვადასხვა მომსახურება.
ორგანიზატორი არის ფიზიკური პირი ან კომპანია, რომელიც სურვილისამებრ იყენებს ი/მ ლიანა სოღოიანის სერვის (ვებ-საიტს) მომსახურების სარეალიზაციოდ.
მომხმარებელი არის ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს ორგანიზატორის მიერ დაგეგმილი მომსახურების შეძენას, განიხილავს შეთავაზებით სარგებლობას ან სარგებლობს შეთავაზებით ვებ-გვერდის მეშვეობით. მომხმარებელი ვალდებულია ყურადღებით გაეცნოს საიტის წესებსა და პირობებს კურსების შეძენის წინ, რომელიც იმოქმედებს შეძენის დასრულების შემდეგაც.
განსაკუთრებული პირობები
იმისათვის, რომ ისარგებლოთ FSAGEORGIA.GE ვებ-გვერდით მომხმარებლის ასაკი უნდა შეადგენდეს ან აღემატებოდეს 18 წელს ან მას უნდა გააჩნდეს კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. მომხმარებელი პასუხისმგებელია ნებისმიერ ქმედებაზე, რაც განხორციელდება ვებ-გვერდზე მომხმარებლის სახელით. მომხმარებელი თავად აგებს პასუხს საკუთარი სარეგისტრაციო მონაცემების უსაფრთხოდ შენახვაზე, ასევე მის მიერ ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე.
მონაცემთა დამუშავება
FSAGEORGIA.GE ახორციელებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას იმ ფარგლებში, რაც აუცილებელია მომხმარებლისათვის მომსახურების გასაწევად. ამასთან მომხმარებლის მიერ შეთავაზების გამოყენება (შეძენა ან შეძენის მცდელობა) წარმოადგენს მის დამატებით თანხმობას პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. FSAGEORGIA.GE უფლებას იტოვებს დაამუშაოს მომხმარებლის მონაცემები პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის კანონით დასაშვებ ფარგლებში, ხოლო მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტა. FSAGEORGIA.GE უფლებას იტოვებს, ხოლო მომხმარებელი თანახმაა, გადაეცეს მისი პერსონალური მონაცემები კურსების ორგანიზატორს მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევის მიზნით. საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს ანგარიშის გაუქმება და მონაცემების წაშლა თავისი პროფილის გვერდიდან.
უარი გარანტიებზე
FSAGEORGIA.GE პასუხს არ აგებს მესამე პირების (მათ შორის ორგანიზატორის) მოქმედებაზე, მათ ვებ-გვერდებზე განთავსებულ ინფორმაციაზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ მესამე პირების ვებ-გვერდზე განთავსებულია ბმული, რომლითაც ხორციელდება FSAGEORGIA.GE -ის ვებ-გვერდზე გადასვლა.
FSAGEORGIA.GE არ იძლევა ვებ-გვერდის უწყვეტად ფუნქციონირების გარანტიას, შესაბამისად იგი პასუხს არ/ვერ აგებს თუ დროის გარკვეულ მონაკვეთში ვებ-გვერდი ან მისი რომელიმე სერვისი გახდა მთლიანად ან ნაწილობრივ მიუწვდომელი, დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი და სხვა.
FSAGEORGIA.GE პასუხს არ აგებს ქსელების, სისტემების, სერვერების, პროვაიდერების, მოწყობილობების, სერვისების ტექნიკურ ან პროგრამულ გაუმართაობაზე, გადამცემი ხაზების ხარვეზებზე; შეწყვეტაზე ან დაყოვნებაზე მონაცემთა დამუშავების / გადაცემის პროცესში; მომხმარებლის მასალების განადგურებაზე, მოპარვაზე, არასანქცირებულ წვდომაზე.
FSAGEORGIA.GE პასუხს არ აგებს მომხმარებლის ან სხვა პირის მოწყობილობის (კომპიუტერი, პლანშეტი, მობილური და სხვა) დაზიანების შემთხვევებზე, თუ აღნიშნული გამოწვეული იქნა მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდიდან ან ვებ-გვერდზე განთავსებული ბმულის/კავშირის გამოყენებით, ნებისმიერი ტიპის ინფორმაციის ან / და პროგრამის ჩამოტვირთვის გამო.
FSAGEORGIA.GE იტოვებს უფლებას უარყოს ან გააუქმოს მომხმარებლის მოთხოვნები/ტრანზაქციები, რომლებთანაც კომპანიას გააჩნია სამართლებრივი დავა; რომელმაც ადრე უკვე დაარღვია კომპანიის წესები და პირობები; რომელიც ეჭვმიტანილია რაიმე სახის თაღლითობაში, მათ შორის პლასტიკური ბარათების გადახდებთან დაკავშირებულ თაღლითობაში; რომლებიც განახორციელებენ პლასტიკური ბარათების ყალბ ან არასრულ საინდეტიფიკაციო მონაცემთა გამოყენებას და სხვა.
საიტზე რეგისტრაცია არის უფასო. სასტიკად აკრძალულია რესგიტრაციისას არასწორი, გამოგონილი პირადი ინფორმაციის გამოყენება. ამ შემთხვევაში კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას შეძენილი ბილეთების ნამდვილ ადრესატთან გაგზავნაზე. მომხმარებლის პირადი ინფორმაცია არის კონფიდენციალური და არ არის საჯარო. რეგისტრაციის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია მოიძიოს ნებისმიერი ინფორმაცია მისი ანგარიშის მიხედვით:
- – შეამოწმოს მის მიერ განხორციელებული გადახდების სტატუსი
- – გადაამოწმოს მის მიერ შეძენილი კურსების ისტორია
- – სურვილის შემთხვევაში გამოცვალოს პაროლი
- – სურვილის შემთხვევაში გამოცვალოს პაროლი
- – ისარგებლოს ნებისმიერი ახალი ფუნქციით, რომელსაც ჩვენი საიტი პერიოდულად შესთავაზებს ჩვენს აქტიურ მომხმარებლებს.
FSAGEORGIA.GE -ს არ მიუწვდება ხელი მომხმარებლის მიერ საიტზე გამოყენებული ბარათების დეტალებზე (ბარათის ნომერი, ბარათის მოქმედების ვადა, ბარათის უსაფრთხოების კოდი და სხვა).
ფასდაკლების პრომოკოდი
ფასდაკლების პრომოკოდი არის ერთჯერადი და უნიკალური. მისი გამოყენება შეგიძლიათ თქვენთვის სასურველ მხოლოდ ერთ კონკრეტულ კურსზე რამდენიმე ან ერთი ადგილის შეძენისას. FSAGEORGIA.GE -ს მიერ გაცემული პრომოკოდის სტანდარტული ვადა კონკრეტული კოდის მიხედვით განისაზღვრება. პრომოკოდით შეძენილი მომსახურების დაბრუნების შემთხვევაში (იგულისხმება გაუქმებული მომსახურება) გამოყენებული პრომოკოდი აღდგენას არ ექვემდებარება.
მომსახურების დაბრუნება
FSAGEORGIA.GE არ არის ვალდებული დაიბრუნოს გაყიდული მომსახურებები.
მონაცემთა დაცვა
FSAGEORGIA.GE მიმართავს ყველა გონივრულ საშუალებას, რათა უზრუნველყოს მომხმარებლის მონაცემების დაცვა. FSAGEORGIA.GE პასუხს არ აგებს თუ მესამე პირთა მიერ განხორციელდა უკანონო წვდომა მომხმარებლის მონაცემებზე (მათ შორის, პერსონალური მონაცემები, საბანკო პლასტიკური ბარათის მონაცემები და სხვა).
მატერიალური პასუხისმგებლობის შეზღუდვა
FSAGEORGIA.GE -ის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება იმ თანხით, რაც წარმოადგენს FSAGEORGIA.GE -ის ანაზღაურებას მომხმარებლის მიერ სადავო შემთხვევის ფარგლებში გადახდილი საფასურიდან, ყველა გადასახადის, მოსაკრებლისა და საკომისიოს გამოკლებით. მომხმარებლებისაგან მომსახურებასთან დაკავშირებული პრეტენზია განიხილება მომსახურების დაწყებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.
მოქმედი სამართალი
ურთიერთობები წესრიგდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. დავის განხილვა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ხორციელდება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ.
მასალების გამოყენების პირობები
FSAGEORGIA.GE -ის საიტზე განთავსებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ტექსტური, ფოტო და გრაფიკული გამოსახულება წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას და მისი გამოყენება ან დუბლირება FSAGEORGIA.GE -ის წერილობითი ნებართვის გარეშე აკრძალულია. აღნიშნული ქმედება გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
წესებსა და პირობებზე დათანხმებით თქვენ თანახმა ხართ მიიღოთ საინფორმაციო და სარეკლამო სახის მეილები თქვენს მითითებულ ელ.ფოსტაზე.