საკვების ალერგია გავლენას ახდენს მილიონობით ადამიანზე მთელ მსოფლიოში და შეიძლება გამოიწვიოს მძიმე და ზოგჯერ სიცოცხლისათვის საშიში რეაქციები. კვების მრეწველობაში ალერგენის კონტროლი არა მხოლოდ სამართლებრივი ვალდებულებაა, არამედ მომხმარებელთა უსაფრთხოებისა და ნდობის კრიტიკული კომპონენტია. ალერგენების მართვის ეფექტური პროგრამების დანერგვა ისეთი სისტემების მეშვეობით, როგორიცაა HACCP (საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილები) და წარმოების სანიმუშო პრაქტიკა (GMP), ხელს უწყობს რისკების მინიმუმამდე დაყვანას და დაბინძურების თავიდან აცილებას. დღეს Food Safety Alliance-ი მოგიყვებათ ალერგენების კონტროლის მნიშვნელობაზე, განიხილავს საერთო საკვებ ალერგენებს, გაგიზიარებთ პოტენციურ რისკებს და მოგცემთ რჩევებს, თუ როგორ უზრუნველვყოთ საკვების წარმოება უსაფრთხო გარემოში.
ალერგენები არის ნივთიერებები-ჩვეულებრივ ცილები-რომლებიც იწვევენ შეუსაბამო იმუნურ რეაქციებს მგრძნობიარე პირებში. მცირე რაოდენობამაც კი შეიძლება გამოიწვიოს რეაქციები, კანის მსუბუქი გაღიზიანებიდან ანაფილაქსიურ შოკამდე. იქიდან გამომდინარე რომ არ არსებობს საკვები ალერგიის სამკურნალო მიდგომა, ყველაზე კარგი გამოსავალი არის ალრგენების თავიდან აცილება ალერგიის არსებობის შემთხვევაში.
სურსათის ბიზნესი იურიდიულად პასუხისმგებელია ალერგენების კონტროლზე, პროდუქტების სწორ ეტიკეტირებაზე და ჯვარედინი დაბინძურების თავიდან აცილებაზე. ამის შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს მომხმარებლის ზიანი, პროდუქტის გამოწვევა, სამართლებრივი სანქციები და ბრენდის რეპუტაციის დაზიანება.
გლობალურად, ქვეყნების უმეტესობა აღიარებს ძირითადი ალერგენების ჯგუფს. ეს ალერგენები უნდა იყოს გამოტანილი საკვების ეტიკეტებზე, საქართველოს 301 დადგენილების თანახმად:
HACCP-ის სისტემა არის პრევენციული მიდგომა სურსათის უვნებლობაში, რომელიც ხელს უწყობს რისკების იდენტიფიცირებას და მართვას სურსათის წარმოების ყველა ეტაპზე. რაც შეეხება ალერგენებს, HACCP-ის მეშვეობით ხდება:
განახორციელეთ ვერიფიკაციის და ვალიდაციის პროცედურები, როგორიცაა დასუფთავების ვალიდაცია და ალერგენის ტესტირება, რომ მინიმუმამდე დაიყვანოთ ალერგენებით საკვების დაბინძურება.
HACCP-ის ტერმინოლოგიაში ალერგენები შეიძლება ჩაითვალოს საფრთხეებად და ზოგიერთ შემთხვევაში ალერგენების ჯვარედინი დაბინძურება შეიძლება განიხილებოდეს როგორც კრიტიკული საკონტროლო წერტილი (CCP).
ალერგენების შეუსაბამო მართვამ შეიძლება სერიოზული შედეგები გამოიწვიოს:
ამ რისკების თავიდან ასაცილებლად, ბიზნესმა უნდა მოახდინოს ალერგენის კონტროლის ინტეგრირება ყველა სფეროში-შესყიდვებიდან დაწყებული წარმოების ყველა ეტაპზე, შეფუთვით დასრულებული.
ალერგენის პრევენცია არის კომპლექსური ძალისხმევა, რომელიც აერთიანებს დაგეგმვას, დისციპლინას და მონიტორინგს. აქ არის რამოდენიმე აუცილებელი ნაბიჯი:
ალერგენების კონტროლი თანამედროვე სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასკექტია. HACCP, GMP, პერსონალის ტრენინგისა და პროფილაქტიკური ღონისძიებების კომბინაციის საშუალებით, კვების ბიზნესს შეუძლია მკვეთრად შეამციროს ალერგენის დაბინძურების რისკი და დაიცვას მომხმარებლები. ყოველ ნაბიჯს აქვს მნიშვნელობა-ინგრედიენტის მიღებიდან საბოლოო მომხმარებელთან პროდუქციის მიწოდებამდე.
სურსათის უვნებლობა არ არის მხოლოდ პრევენცია-ეს არის ნდობის მოპოვება.
გაეცანით ჩვენს ბლოგს ჯვარედინ დაბინძურებასთან დაკავშირებით ან გაიარეთ რეგისტრაცია და დაესწარით ჩვენს ტრენინგს 1 და 2 ივლისს.
ჯვარედინი დაბინძურება – მარტივი წესები, რომლებიც უნდა იცოდეთ
მიიღე ყოველკვირეული სიახლეები და ინფორმაცია სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით