ადამიანთა დიდ ნაწილს ამა თუ იმ საკვები პროდუქტის ან ინგრედიენტის მიმართ ალერგიული რეაქცია უვითარდება. სამედიცინო ენაზე ამას ალერგია ეწოდება და ის ორგანიზმში მრავალი სახით ვლინდება. ალერგია შეიძლება გამოიწვიოს მედიკამენტმა, საკვებმა და გარკვეულმა პროდუქტებმა.
ადამიანის ორგანიზმს აქვს იმუნური სისტემა, რომლის დაცვითი მექანიზმები საკმაოდ მრავალფეროვანი და რთულია. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ცნობილი გამოვლინება ანტისხეულების გამომუშავებაა. ორგანიზმში ალერგენის მოხვედრისთანავე გამომუშავდება ანტისხეულები, რომელიც ებრძვის უცხო ნივთიერებას, რაც თავის მხრივ ალერგიის სახით ვლინდება, ხოლო იმ ანტიგენებს, რომლებიც ორგანიზმში ალერგიულ რეაქციას იწვევს ალერგენები ეწოდება.
მეცნიერულად, ალერგენების მრავალი სახეობა არსებობს. მათგან გავრცელებულია კვებითი და საყოფაცხოვრებო ალერგენები. Food Safety Alliance-ის ბლოგში სწორედ კვებით ალერგენებსა და მათ თავისებურებებზე მოგიყვებით.
მსოფლიოს მასშტაბით, საკვებით გამოწვეული ალერგიული რეაქცია 11 მილიონზე მეტ მომხმარებელს აღენიშნება. აშშ-ში სტატისტიკა ყოველწლიურად, დაახლოებით 30,000 სასწრაფო, გადაუდებელი დახმარების შემთხვევას და 2,000 ჰოსპიტალიზაციას ითვლის. გარდა ამისა, დადგენილია, რომ ყოველწლიურად 200-მდე ადამიანი იღუპება კვებითი ალერგიული რეაქციების გამო.
რა არის კვებითი ალერგენი?
ალერგიული ადამიანის ორგანიზმში ალერგენები საკვების პირველივე მიღებისას იჩენს თავს და მთელი სიცოცხლის მანძილზე რეაქცია გრძელდება. პროდუქტის მიმართ ალერგიული რეაქცია დამოკიდებულია ქიმიურ შემადგენლობაზე, გლიკოპროტეინების შემცველობასა და დაბალმოლეკულურ ნაერთთა კონცენტრაციაზე. კონკრეტულად, ყველაზე მეტად გავრცელებული კვებითი ალერგენებია ძროხის რძე, თევზი, კვერცხი, კაკალი და სხვა თხილეული.
სურსათის უვნებლობის ჯაჭვში ბიზნეს სექტორი პირდაპირ ვალდებულია შემადგენლობაში ხაზგასმით აღნიშნოს ამა თუ იმ ალერგენის შემცველობა. საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ალერგენად გლუტენი გვევლინება, რომლის ყველაზე დიდი წყაროც ხორბალია.
ხშირად შეხვდებით ლუდის ეტიკეტებსა თუ სხვადასვხა პურ-ფუნთუშეულის პროდუქტების ეტიკეტზე გამუქებულ ან ხაზგასმულ სიტყვას ‘’შეიცავს გლუტენს’’, ქერის ალაოს, სვიას და სხვა. გლუტენთან დაკავშირებით დაწვრილებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბლოგში.
ალერგენები და მათი სახეობები
სურსათის უვნებლობის ინდუსტრიაში არსებობს 14 ყველაზე ფართოდ გავრცელებული ალერგენი. ესენია:
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ბიზნეს ოპერატორი ან საწარმო, ვალდებულია რომ სურსათის ეტიკეტზე იდენტიფიცირდეს ყველა ძირითადი ალერგენის საკვების წყარო, რომელიც გამოიყენება პროდუქტის/საკვების დასამზადებლად.
მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, თუ ინგრედიენტის საერთო ან ჩვეულებრივი სახელწოდება უკვე განსაზღვრავს ამ ალერგენის საკვების წყაროს სახელს. ალერგენის საკვების წყარო ერთხელ მაინც უნდა იყოს მითითებული საკვების ეტიკეტზე. ალერგენის საკვები წყაროს დასახელება რეკომენდებულია ეწეროს შემადგენლობაში, ფრჩხილებში ინგრედიენტის დასახელების შემდეგ. მაგალითები: “ლეციტინი (სოიო), “ფქვილი (ხორბალი)” და “შრატი (რძე)” – ან -“შეიცავს” შემადგენლობაში ინგრედიენტების სიის შემდეგ ან მის გვერდით.მაგალითი: „შეიცავს ხორბალს, რძეს და სოიოს კვალს“.
როგორ მოვიქცეთ ალერგიული სიმპტომების დროს
როგორც ზემოთ ვახსენეთ, კვებითი ალერგიის სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე მას შემდეგ, რაც ადამიანი ჭამს საკვებს, რომელზედაც მას ალერგიული აქვს. მძიმე, სიცოცხლისთვის საშიშ ალერგიულ რეაქციას ანაფილაქსია ეწოდება. არსებობს ალბათობა, რომ მომხმარებელმა ყოველთვის შეიძლება არც იცოდეს რომ კონკრეტულ პროდუქტზე ალერგია აქვს. FSA გიზიარებთ ალერგიული რეაქციის პირველად სიმპტომებსა და რეკომენდაციებს თუ როგორ მოვიქცეთ ალერგიული რეაქციის შემთხვევაში:
ალერგიული რეაქციების სიმპტომებია
პირველივე რეკომენდაცია დაუყოვნებლივ საკვების მიღების შეწყვეტაა. მომხმარებელმა უმალვე უნდა შეწყვიტოს პროდუქტის მირთმევა, ვინაიდან რაც უფრო მეტი დოზით გავრცელდება ალერგენები ორგანიზმში მით მეტია უარესი შედეგის დადგომის შანსი.
ექიმთან კონსულტაცია და დიაგნოზის დასმა – მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი პროფესიონალ, კვალიფიციურ ექიმთან კონსულტაცია და მენიუს შედგენაა. თუ ალერგიული რეაქცია ქრონიკულია, ამის მიზეზი შესაძლოა გენეტიკაში ვეძიოთ. ხოლო იმ ადამიანს, ვისაც ალერგიული რეაქია გენეტიკურად აქვს, მთელი ცხოვრების მანძილზე შესაბამისი, სწორი და დაბალანსებული კვებითი რაციონის შედეგენა ესაჭიროება.
ალერგენები მსოფლიოში, ჩვენს გარშემო, ყოველდღიურობაში ძალიან ბევრია და ისინი საყოფაცხოვრებო, კვებით თუ გარემოში არსებულ სხვადასხვა ალერგენებად იყოფა. იქნება ეს – მცენარის მტვერი, ცხოველის ბეწვი თუ საკვები. ალერგენებზე კონტროლი სურსათის უვნებლობის სექტორის ერთ-ერთი მთავარი ვალდებულებაა.
ბიზნეს ოპერატორებისა და მწარმოებლებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწორი, ავტენტური ინფორმაციის ფლობა და მომსახურე პერსონალის გადამზადება იმისთვის რომ მომხმარებელს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ.
დღეს საქართველოში, სურსათის უვნებლობისა და HACCP-ის სტანდარტების დანერგვის მიმართულებით Food Safety Alliance-ი უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ოპერირებს. კომპანია მომხმარებლებს ტრენინგებს, HACCP-ის სისტემის დანერგვას და მონიტორინგის სისტემის გამართვისთვის ყველა აუცილებელ რესურსს სთავაზობს. თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების თანხლებით ტრენინგებს სერტიფიცირებული, საერთაშორისო კომპანიების მიერ აკრედიტირებული ტრენერი, ლიანა სოღოიანი უძღვება.
FSA-ს ტრენინგები ხელმისაწვდომია ყველა, დიდი, მცირე თუ საშუალო ბიზნეს ოპერატორებისთვის. ტრენინგების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის დარეგისტრირდით ბმულზე: (რეგისტრაციის ლინკი)
მომზადებულია წყაროზე დაყრდნობით: https://www.fda.gov/food/food-labeling-nutrition/food-allergies
https://erudus.com/food-allergens/
მიიღე ყოველკვირეული სიახლეები და ინფორმაცია სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით