უვნებლობის სექტორი არის ფართო კატეგორია, რომელიც საკუთარ თავში უამრავ ქვეკატეგორიებს, სექციებსა და კომპონენტებს აერთიანებს. უვნებლობა თავიდან ბოლომდე პროდუქტის სიჯანსაღეს ნიშნავს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც მომხმარებლამდე მიდის უნდა იყოს უსაფრთხო.
ჩვენ უკვე ვისაუბრეთ კვებით ჯაჭვზე, დისტრიბუციასა და სურსათის უვნებლობის სხვადასხვა მიმართულებებზე. კატეგორიებიდან ზოგიერთი მომხმარებლის თვალისთვის ხილული და შესამჩნევი, ხოლო ზოგი დამალულია. ერთ-ერთი ასეთი მიმართულება, რომელსაც მომხმარებელი ვერ ხედავს კვების ობიექტის ან საწარმოს საწყობია, ხოლო პროცესს, რა დროსაც შეფუთული პროდუქცია ობიექტს მიეწოდება – დასაწყობება.
დასაწყობება კვების ინდუსტრიის ყოველდღიური ნაწილია. საწყობი არ არის მხოლოდ უბრალოდ პროდუქტის შესანახი ფართი სივრცე. ეს არის სპეციალური ტექნოლოგიებითა და გარემოებებით აღჭურვილი ადგილი, საიდანაც გატანილი პროდუქცია დახლებს ამარაგებს.
დასაწყობება – შენახვის საფუძვლები ლოგისტიკურ ჯაჭვში
ლოგისტიკური ჯაჭვი არის კომპლექსური პროცესი, რომელიც მოიცავს ეტაპების სერიას, რომელიც სრულყოფილად შეუფერხებლად უნდა წარიმართოს, რათა უზრუნველყოს საქონელი დანიშნულების ადგილზე სწრაფად და უსაფრთხოდ მისვლა. ერთ-ერთი ასეთი ეტაპია შენახვა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს განაწილების პროცესში.
Food Safety Alliance-ის დღევანდელ ბლოგში გიზიარებთ რამდენიმე ასპექტს, რომელიც საწყობის ორგანიზების და ჰიგიენის უტყუარი ნიშანია:
შენახვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მიწოდების ჯაჭვში. იგი ხელს უწყობს ტვირთის დროულად მიწოდებას და საწყობის დანაკარგების შემცირებას, რაც შესაძლებელს ხდის ობიექტმა მომხმარებელს შესთავაზოს უკეთესი სერვისები, დაიკავოს კონკურენტებზე ბევრად უფრო მოწინავე პოზიცია და საბოლოოდ მნიშვნელოვნად გაზარდოს მისი მოგება. კარგი შენახვის სისტემის არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბიზნესის გაფართოებისთვის.
დასაწყობების კატეგორია მოიაზრებს ასევე შიდა და გარე დასაწყობების პრაქტიკას, ასეცე ცენტრალურ საცავს.
შიდა/დახურული საცავი
ამ ტიპის საცავი გთავაზობთ უფრო მეტ დაცვას, რადგან ის იძლევა კლიმატური ცვლადების კონტროლის საშუალებას, როგორიცაა განათება, ტემპერატურა ან ტენიანობა საქონლის მთლიანობის შესანარჩუნებლად.
გარე საცავი
ეს, მეორეს მხრივ, არის გარე საცავი, სადაც შეუძლებელია გარემო ფაქტორების კონტროლი, რაც მას იდეალურს ხდის იმ ტვირთისთვის, რომლებზეც ამინდი არ იმოქმედებს. ის, რასაც ის გთავაზობთ, არის საქონლის მეთვალყურეობა ისეთ ადგილებში, რომლებიც ძირითადად დამონტაჟებულია უსაფრთხოების ღობეებით, მოაჯირებით ან მოქნილი ბარიერებით დახურულ ადგილებში.
ცენტრალური საცავი
ამ ტიპის საცავი განლაგებულია საწარმოო ქარხნის მახლობლად, რომლის მიზანია მინიმუმამდე დაიყვანოს საქონლის ტრანსპორტირების საჭიროება. ის ჩვეულებრივ ინახავს მარაგის უმეტეს ნაწილს და ანაწილებს მას არსებობის შემთხვევასი სხვადასხვა რეგიონულ საწყობებში.
მნიშვნელოვანიარომ აირჩიოთ შენახვის/დასაწყობების ის სახეობა, რომელიც შეეფერება თქვენს კომპანიას, პროდუქტს და მასთან ერთად დასაქმებულთა გუნდს, რომლებმაც იციან, როგორ მიიღონ მაქსიმალური სარგებლობა ობიექტებიდან და აქვთ გამოცდილება თითოეული ტიპის საქონლის დამუშავება-დასაწყობებაში. ეს ყველაფერი ისევ ერთი მიზანს – სურსათის უვნებელ შენახვასა და მომხმარებლის დაცვას ემსახურება.
წყარო: https://www.bilogistik.com/en/blog/importance-storage-logistics-chain/
https://www.fda.gov/consumers/consumer-updates/are-you-storing-food-safely
მიიღე ყოველკვირეული სიახლეები და ინფორმაცია სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით