დღეს Food Safety Alliance-ი ისაუბრებს ნარჩენების მართვის 3 ძირითად ელემენტინზე. ნარჩენების ეფექტური მართვა წარმოების ჰიგიენური გარემოს შენარჩუნების უმნიშვნელოვანესი ასპექტია. ამ ბლოგში, ჩვენ განვიხილავთ ძირითად GMP-ის პრაქტიკას, რომელიც ყველა საკვების საწარმოში უნდა იყოს დანერგილი, რათა უზრუნველყოფილი იყოს ნარჩენების სათანადო დამუშავება, სეგრეგაცია და უტილიზაცია. პროდუქტის, წარმოების აღჭურვილობის ან სამუშაო ადგილების დაბინძურების გარეშე.
სეგრეგაცია
ნარჩენები უნდა გამოიყოს და განთავსდეს დანიშნულ ადგილებში, რაც მინიმუმამდე ამცირებს უკონტროლო დაგროვების რისკს. ნარჩენების რეგულარული გატანა აუცილებელია ნებისმიერი პოტენციური დაბინძურების თავიდან ასაცილებლად. გარდა ამისა, ხელახალი გამოყენების თავიდან ასაცილებლად, ნარჩენებად იდენტიფიცირებული მასალები უნდა იყოს კარგად მარკირებული ან დაზიანებული.
კონტეინერების მართვა
ნარჩენებისთვის გამოყენებული კონტეინერები უნდა იყოს მკაფიოდ ეტიკეტირებული ან ქონდეს ფერადი კოდირება, მარტივი იდენტიფიკაციისთვის. აუცილებელია ნარჩენების კონტეინერების დაფარვა ან დახურვა, როდესაც ისინი არ გამოიყენება. კონტეინერები უნდა იყოს დამზადებული ისეთი მასალებისგან, საიდანაც არ მოხდება სითხეების გაჟონვა. კონტეინერები უნდა იყოს ადვილად რეცხვადი და საჭიროებისამებრ დეზინფიცირებადი, ჯვარედინი დაბინძურების რისკის შესამცირებლად.
ნარჩენების დამუშავება
ნარჩენების ნაკადურობა მათ გადასამუშავებლად უნდა იყოს მკაცრად დაცული და არ უნდა ხდებოდის მარშრუტების დარღვევა. ნარჩენების გადამუშავება ხდება სხვადასხვა გზით. ნარჩენების გადამუშავების პროცესის დოკუმენტაცია უმნიშვნელოვანესია მიკვლევადობისთვის და ემსახურება იმის მტკიცებულებას, რომ ჰიგიენური მოთხოვნები დაცული იყო საკვების დამზადების ყველა ეტაპზე. მიკვლევადობის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ წაიკითხოთ ქვემოთ მოცემულ ბლოგში.
HACCP-ის როლი ნარჩენების მართვაში
აუცილებელია HACCP-ის პრინციპებზე დაფუძნებული ყოვლისმომცველი რისკის შეფასება საკვების დამზადების ყველა ეტაპზე. ნარჩენების მართვა, შენახვა და ტრანსპორტირება უნდა შეესაბამებოდეს სურსათის უვნებლობის და ადგილობრივ მარეგულირებელ მოთხოვნებს.
გარე ნარჩენების კონტეინერების მართვა
გარე ნარჩენების კონტეინერები საჭიროებენ ზედმიწევნით მართვას, რათა თავიდან იყოს აცილებული სითხეების გაჟონვა და სისუფთავის შენარჩუნება. ნარჩენების ეფექტური მართვის უზრუნველსაყოფად აუცილებელია მიმდებარე ტერიტორიის გარე კონტეინერების რეგულარული დაცლა, სათანადო მოწესრიგება, სისუფთავე და დეზინფექცია საჭიროების შემთხვევაში.
შეჯამება
დასასრულს, კარგად ორგანიზებული ნარჩენების მართვის სისტემა აუცილებელია ჰიგიენური წარმოების გარემოს შენარჩუნებისთვის. ზემოთ აღწერილი GMP-ის პრაქტიკის დაცვით, საკვების ბიზნესოპერატორებს შეუძლიათ არა მხოლოდ დააკმაყოფილონ მარეგულირებელი მოთხოვნები, არამედ ხელი შეუწყონ მათი საქმიანობის საერთო ეფექტურობასა და სისუფთავეს. ნარჩენების მართვის ამ ზომების თანმიმდევრული დაცვა უდავოდ გააძლიერებს პროდუქტის ხარისხს და დაიცავს წარმოების ჰიგიენის უმაღლეს სტანდარტებს.
მიიღე ყოველკვირეული სიახლეები და ინფორმაცია სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით