რა არის სურსათის უვნებლობა? სასურსათო პროდუქტებს ყველა ჩვენგანი მოიხმარს, ამიტომ ერთხელ მაინც ყველა დავფიქრებულვართ არის თუ არა უვნებელი ის საკვები, რომელსაც მარკეტში ვაწყდებით, ვყიდულობთ და შემდეგ მივირთმევთ. ამ ბლოგში გაგაცნობთ სურსათის უვნებლობის ძირითად ასპექტებს.
სურსათის უვნებლობის სისტემა უზრუნველყოფს საკვების ჰიგიენურ პირობებში დამზადებას, შენახვას, უვნებლობასა და სიჯანსაღეს, რათა თავიდან ავიცილოთ ჯანმრთელობისთვის სახიფათო დაბინძურება. სურსათის უვნებლობა დაკავშირებულია საკვების დამუშავების, შენახვის და დამზადების პროცესებთან, სადაც უნდა იყოს დაცული ყველა ეტაპი და არ მოხდეს პროდუქტის მიკრობიოლოგიური ან ქიმიური დაბინძურება, რაც თავის მხრივ ნეგატიურად იმოქმედებს საბოლოო მომხმარებლის ჯანმრთელობაზე.
სურსათის უვნებლობა მიმართულია საკვებში პოტენციური საფრთხეების გაჩენის მინიმალიზაციისკენ, რომლებიც წარმოიქმნება არასათანადოდ დამუშავებული ან/და დაბინძურებული საკვებისგან. დაბინძურებული საკვები შეიძლება შეიცავდეს მიკრობებს, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობას ზიანს აყენებენ. ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 600 მილიონი ადამიანი იწამლება სასურსათო ინფექციებით, ხოლო 420,000-ზე მეტი ადამიანი იღუპება. ყველაზე გავრცელებული და სახიფათო მიკრობიოლოგიური საფრთხეებია : Salmonella, Listeria და E.coli, რომელიც განსაკუთრებით სახიფათოა ბავშვებისთვის, მოხუცებისთვის და სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებისთვის.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სურსათის უვნლობის სტანდარტების დარღვევამ შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას.
ყველა მწარმოებელმა უნდა იცოდეს, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან ჯვარედინი დაბინძურება, რადგან არ დააყენოს მომხმარებლები ისეთი სასიცოცხლო პრობლემები წინაშე, რომლებსაც სურსათით გავრცელებული დაავადებები იწვევს.
ახლა გაგაცნობთ ყველა მეტად გავრცელებულ სასურსათო ინფექციებს:
სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად, არსებობს 5 გასაღების პრინციპი.
ქვემოთ მოცემულია პირველი სამი პრინციპი:
მსოფლიოში არსებული საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა WHO და FAO, მუდმივად მუშაობენ სურსათის უვნებლობის სტანდარტების განახლებაზე, რომლებიც ხელს უწყობენ გლობალური ვაჭრობის უსაფრთხოებასა და ხარისხის კონტროლს.
Codex Alimentarius არის საერთაშორისო კოდექსი, რომელიც გთავაზობთ რეკომენდაციებს და სტანდარტებს სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით. კოდექსის მიზანია, მოსახლეობას გააცნოს ინფორმაცია თუ რა არის ბიოლოგიური საფრთხე და როგორ დავიცვათ თავი ტოქსინებისა და მავნე ქიმიკატებისგან.
სურსათის უვნებლობა არის არა მხოლოდ სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციების პასუხისმგებლობა, არამედ ეს არის ინდივიდების ყოველდღიური საზრუნავი. ყოველმა ჩვენგანმა უნდა გავაანალიზოთ, თუ როგორ ვამუშავებთ და მოვიხმართ საკვებს, რათა თავიდან ავიცილოთ მისი დაბინძურება. კერძო სექტორი და მცირე ბიზნესები ასევე უნდა უზრუნველყოფდნენ სათანადო სანიტარულ სტანდარტებს, რაც ხელს უწყობს უკეთესი ხარისხისა და უვნებელი საკვების მიწოდებას (საბოლოო მომხმარებლისთვის).
როგორც გაგიზიარეთ, აუცილებელია რომ დარწმუნებულები ვიყოთ იმ საკვების უვნებლობაში, რომელსაც მოვიხმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ჩვენს ორგანიზმში აღმოჩნდეს ისეთი მიკრობები ან/და დაბინძურება, რომელიც ჩვენს სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის.
სახელმწიფოსა და საწარმოების ვალდებულებაა დაიცვას სისუფთავე და საერთაშორისო სტადნარტები, სასურსათო პროდუქტების შექმნისა და მიწოდების პროცესში.
მოხმარებლები ვალდებულები ვართ ვიცოდეთ რა არის სურსათის ფალსიფიკაცია, რას ნიშნავს სურსათის ეტიკეტირება და სწორად შევარჩიოთ პროდუქტი. ამასთან ერთად, დავიცვათ მისი შენახვის, ტრანსპორტირებისა და მოხმარების პირობები და ვიზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.
მიიღე ყოველკვირეული სიახლეები და ინფორმაცია სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით