Კითხვის დრო: 3 წუთიალბათ არაერთხელ გაგჩენიათ კითხვა თუ რა არის სურსათის ფალსიფიკაცია?
სურსათის ფალსიფიკაცია არის პროცესი, რომლის დროსაც სურსათის პროდუქტს, მის ინგრედიენტებს ან/და შეფუთვას ცვლიან ისე, რომ საბოლოო პროდუქტი მაქსიმალურად მიმსგავსებულია რეალურთან, თუმცა არ არის ნატურალური და შესაძლოა მომხმარებელის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა იქონიოს.
რატომ ხდება სურსათის ფალსიფიკაცია?
- ფინანსური სარგებელი: ფალსიფიკაცია ყველაზე ხშირად ხდება იმისათვის, რომ მწარმოებლებმა მიიღონ მეტი მოგება, გაყიდონ იაფი პროდუქტი მაღალ ფასად.
- კონკურენტუნარიანობა: ზოგჯერ ფალსიფიცირება ხდება იმისათვის, რომ ბაზარზე წარმოებულმა პროდუქტმა მიაღწიოს უპირატესობას კონკურენტების წინ. მაგალითად, მასში შეიძლება იყოს გამოყენებული იაფი ან დაბალი ხარისხის ინგრედიენტები, მაგრამ შეფუთვისა და მარკეტინგის მეშვეობით იგი გაიყიდება როგორც უმაღლესი ხარისხის მქონე პროდუქტი.
- მომხმარებლის მოტყუება: ხშირად ფალსიფიცირებული პროდუქტები შეირჩევა იმიტომ, რომ ისინი უფრო მიმზიდველია მომხმარებლის თვალში, მიუხედავად იმისა, რომ მათ შეიძლება ჰქონდეთ ქიმიური ნივთიერებები ან სხვა კომპონენტები, რომლებიც შეიძლება ზიანის მომტანი იყოს ჯანმრთელობისთვის.
ცნობილი სურსათის ფალსიფიკაციები
- “ზეთისხილის ზეთი” – ბაზარზე ხშირად გვხვდება „ზეთისხილის ზეთი“, რომელიც სინამდვილეში არ არის ნატურალური. ზოგიერთ შემთხვევაში, ის შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის ზეთების ნაზავი, რომელშიც თითქმის არაა ზეთისხილის ზეთი, თუმცა მწარმოებელი ყალბ აღწერილობას ურთავს თან და პროდუქტი მაინც იყიდება.
- „ორგანული ხორცის“ ფალსიფიკაცია – ხორცისა და ხორცპროდუქტების ფალსიფიკაცია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. ფალსიფიცირებულად ითვლება ხორცი, რომელიც არის დაავადებული ცხოველის ან ეს ცხოველი ქიმიკატებით არის გაზრდილი და მწარმოებელი ასაღებს, როგორც ნატურალურ პროდქუტს.
- „ძვირფასი“ ყავა – ყავის ფალსიფიკაცია ასევე საკმაოდ გავრცელებულია. ყავის მწარმოებლები ხშირად გამოიყენებენ იაფი და დაბალი ხარისხის მარცვლებს, რომლებიც არა მხოლოდ არ შეესაბამება „პრემიუმ“ ხარისხს, არამედ შეიძლება შეიცავდეს ფალსიფიცირებული სახეობის მარცვლებს.
- „ფუაგრა“ – ფრანგული პრემიუმ პროდუქტი, რომელიც ცნობილია თავისი ძვირადღირებულობით, ხშირად ხდება ფალსიფიცირების სამიზნე. ფალსიფიცირებული “ფუაგრა” შესაძლოა ჩანაცვლებული იყოს სხვა ფრანგული ხორცით,რომელიც არაა შესაბამისი ხარისხის.
სურსათის ფალსიფიკაციის შედეგები
- ჯანმრთელობის რისკები: ხშირად ფალსიფიცირებული პროდუქტი შეიცავს საზიანო ან მავნე ნივთიერებებს, რომლებიც იწვევს ჯანმრთელობის ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა: ალერგია, მოწამლვა, ნაწლავის პრობლემები და სხვა.
- ეკონომიკური ზარალი: ფალსიფიკაცია იწვევს არაკეთილსინდისიერი კონკურენციის წარმოქმნას ბაზარზე. მომხმარებელი ხარჯავს ზედმეტ თანხას გაყალბებულ პროდუქტებზე, რაც აზიანებს სასიცოცხლო მნიშვნელობის ბიზნესის სტაბილურობას და წარმოქმნის ფინანსურ დანაკარგებს.
- გარემოს დაბინძურება: ორგანული და გარემოსდაცვითი სტანდარტებით დამუშავებული პროდუქციის ფალსიფიკაცია აზიანებს გარემოს. მაგალითად, ზოგიერთი ორგანიზაცია იყენებს ქიმიკატებს და ტოქსინებს, რომლის გამოყენებაც არ არის ნებადართული.
- მომხმარებელთა ნდობის დაკარგვა: როდესაც ცნობილი ბრენდები ან კომპანიების ბრენდები არიან ფალსიფიცირებულები, ისინი კარგავენ მომხმარებელთა ნდობას, რამაც სამომავლოდ შეიძლება გამოიწვიოს მათ მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვების შემცირება.
როგორ ვებრძოლოთ სურსათის ფალსიფიკაციას?
- მრავალმხრივი რეგულაციები
ყველა ქვეყნისთვის აუცილებელია მკაცრი კანონმდებლობის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს სურსათის პროდუქციის სწორ მონიტორინგს და წესების დაცვას. - სერტიფიკატების სისტემის გამჭვირვალობა
სურსათის ბიზნესში აუცილებელია ჯანსაღი სისტემების არსებობა, რომლებიც ადასტურებს, რომ პროდუქტი შეესაბამება ყველა შესაბამის სტანდარტს (მაგალითად, ბიოპროდუქტების, ორგანული პროდუქტების, წარმოშობის სერტიფიკატი და სხვა.). - მომხმარებლის ცნობიერების ამაღლება
სურსათის ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლის, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი არის მომხმარებელთა ინფორმირება. მომხმარებლები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაეცნონ პროდუქტის ეტიკეტირებას და როგორ უნდა შეარჩიონ სანდო და ხარისხიანი პროდუქტი. - პოსტ-შეფასება და მონიტორინგი
მწარმოებლებისა და დისტრიბუტორების უნდასტანდარტების შემოწმების დაწესება, რათა თავიდან ავიცილოთ ყალბი პროდუქციის ბაზარზე განთავსება.
შეჯამება
სურსათის ფალსიფიკაცია არის სერიოზული პრობლემა, რომელიც უკავშირდება ჯანმრთელობას, ეკოლოგიასა და ეკონომიკას. მასთან ბრძოლა მოითხოვს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორების აქტიურ ჩართულობას, რათა უზრუნველყოფილ იქნას მომხმარებელთა უსაფრთხოება და ნდობა.
ყალბი ინფორმაცია და მცდარი ეტიკეტები მხოლოდ დროებით მოგებას იძლევა, მაგრამ უარყოფითად მოქმედებს ბიზნესის სანდოობასა და საზოგადოების კეთილდღეობაზე.
მომხმარებლები კარგად უნდა დავაკვირდეთ პროდუქტს, მის შეფუთვას, აღწერილობას და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება მისი შეძენისა და მოხმარების შესახებ, რათა თავიდან ავირიდოთ სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის პრობლემები.
სურსათის ეტიკეტირების მოთხოვნები რეგულირდება საქართველოს 301 დადგენილების მიხედვით.
ნახვა: 29