სიტყვა ცხადყოფს, რომ ,,წინასწარი აუცილებელი პროგრამები’’ (Prerequisite programmes) რაღაც მნიშვნელოვანის შემადგენელი ნაწილია, რომელთა შესრულებაც კონკრეტულ ეტაპამდეა სავალდებულო. ჩვენს შემთხვევაში, სურსათის უვნებლობის გრძელ და კომპლექსურ ჯაჭვში, ,,წინასწარი აუცილებელი პროგრამები’’ ჯაჭვის საწყის ეტაპზე ფუნქციონირებს. მარტივი პრინციპის თანახმად, თუ ჯაჭვის ერთი ნაწილი არის დაზიანებული, უფუნქციო ან უგულებელყოფილი, ქსელის მთელი სტრუქტურა შეიძლება დაირღვეს.
ჯანსაღი და უვნებელი სურსათის წარმოება მაშინ არის გამართლებული, როდესაც წარმოების ყველა ეტაპი მაქსიმალურად დაცულია. უვნებლობის დიდ ქსელში თითქმის არ არსებობს ცალკე მდგარი კომპონენტები. ქსელში ყველა ელემენტი ურთიერთქმედებაშია.
Food Safety Alliance-მა უკვე ისაუბრა HACCP-ზე. HACCP-ი არ წარმოადგენს დამოუკიდებელ პროგრამას. მისი ეფექტურად განხორციელებისათვის აუცილებელია საწარმოში ან კვების ობიექტში წინასწარ დაინერგოს „წინასწარი აუცილებელი პროგრამები“, მაგალითად როგორიც არის: ,,წარმოების სანიმუშო პრაქტიკა” (GMP) და ,,ჰიგიენის სანიმუშო პრაქტიკა” (GHP). ორივე პროგრამა უშუალოდ ახდენს გავლენას სურსათის წარმოების პირობებზე და მათი განხორციელება სურსათის წარმოების სრულ ჯაჭვში — პირველადი წარმოებიდან საბოლოო, მზა სურსათის წარმოებამდე ამცირებს სურსათის დაბინძურების ალბათობას და რისკს.
“ წარმოების სანიმუშო პრაქტიკა“ GMP (Good Manufacturing Practice)–ის მიზანია გაწეროს და შეიმუშაოს ინსტრუქციები და პროცედურები, რომლებიც საშუალებას მისცემს მეწარმეს/ბიზნეს ოპერატორს აწარმოოს უვნებელი და ხარისხიანი სურსათი. ხოლო GHP(Good Hygiene Practice)-ს მიზანია ნებისმიერი საწარმო აკმაყოფილებდეს ჰიგიენურ მოთხოვნებს.
წინასწარი აუცილებელი პროგრამები (PRP) ISO-ს მიერ განსაზღვრულია, როგორც ძირითადი პირობები და აქტივობები, რომლებიც აუცილებელია ჰიგიენური გარემოს შესანარჩუნებლად მთელ კვებით ჯაჭვში. ყოველივე ეს შესაფერისია უსაფრთხო, საბოლოო პროდუქტების და საკვების წარმოებისთვის.
PRP-ის ელემენტებია:
PRP-ი არის ზოგადი პროცესი და არ არის ორიენტირებული ჯაჭვის რომელიმე კონკრეტულ საფეხურზე.
არსებობს წინასწრი აუცილებელი პროგრამების 6 კატეგორია:
წინასწარი აუცილებელი პროგრამები სურსათის უვნებლობის გრძელი და კომპლექსური ჯაჭვის განუყოფელი ნაწილია. ნებისმიერ საწარმოსა თუ ობიექტს ესაჭიროება პროგრამების ძირითადი პრინციპების განხორციელება, რათა მის მიერ წარმოებული საბოლოო პროდუქტი იყოს უვნებელი და რაც მთავარია, უსაფრთხო.
მიიღე ყოველკვირეული სიახლეები და ინფორმაცია სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით