ახალი წლისა და შობის დღესასწაულებს რომ გამოვემშვიდობეთ, ბევრი ჩვენგანი ჯანსაღი ცხოვრების წესის დაბრუნებაზე ფიქრობს. დღეს Food Safety Alliance-ი ისაუბრებს როგორ დავუბრუნდეთ ჯანსაღ კვებას ან დავიწყოთ ახალი ცხოვრება 2024-ში?
ჩავლილი დღესასწაულები, ტკბილეულობა, ცხიმიანი კერძები, რომლებსაც მთელი წელი ველოდებით. სამწუხაროდ გადატვირთული გრაფიკიდან და საკვების სირთულიდან გამომდინარე სადღესასწაულო დღეებზე ვგრძნობთ კუჭში დისკომფორტს ან წონაშიც კი ვიმატებთ.
საბედნიეროდ, ახალი წლის დასაწყისი შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა, რომ ყურადღება გავამახვილოთ ჩვენს კეთილდღეობაზე და დავიწყოთ ახალი წელი ახალი ძალებით. ამ ბლოგში ჩვენ განვიხილავთ ჯანსაღი კვების არჩევანის მნიშვნელობას და გაგიზიარებთ ჯანსაღი ცხოვრების წესის ხუთ პრაქტიკულ რჩევას. მოგცემთ რეკომენდაციებს და ჩავუღრმავდებით სურსათის უვნებლობასა და ჰიგიენის აუცილებელ პრინციპებს ჯანსაღი კერძების მოსამზადებლად.
რჩევა N 1-ჯანსაღი კვების ძალა
ჯანსაღი ცხოვრების წესზე გადასვლა იწყება მთლიანი, კვებითი ნივთიერებების (კვებითი ღირებულება) მიღებით და მისი ჩართვით თქვენს დიეტაში. ახალი ხილი, ბოსტნეული, მჭლე ცილები და მარცვლეული უზრუნველყოფს აუცილებელ ვიტამინებსა და მინერალებს, რაც ხელს უწყობს ადამიანის საერთო კეთილდღეობას. გაეცანით ჩვენს ბლოგს საქართველოს ახალ კანონმდებლობაზე საჭმელ დანამატებთან დაკავშირებით.
რჩევა N 2 -ჭამის შეგრძნება
დააკვირდით თქვენს სხეულს, იგრძენით როდის გშიათ, როგორ გრძნობთ შიმშილს, ისწავლეთ როდის გეუბნებათ სხეული “ნაჭამი ვარ”, “მეტი არ მინდა”,ჭამეთ ნელა, დააგემოვნეთ თითოეული ლუკმა და ყურადღება მიაქციეთ თქვენი საკვების არომატებსა და ტექსტურებს. ეს პრაქტიკა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ზედმეტი და ჩქარი ჭამა და ხელი შეუწყოთ საკვებთან უფრო პოზიტიურ ურთიერთობას.
რჩევა N 3- დაისახეთ რეალური მიზნები
მკვეთრი ცვლილებების ნაცვლად, დაისახეთ რეალისტური და მიღწევადი ჯანმრთელობის მიზნები. იქნება ეს მეტი ბოსტნეულის ჩართვა თქვენს კვებაში თუ რეგულარული ფიზიკური აქტივობის ვალდებულება, მცირე, მდგრადი ცვლილებები უფრო მარტივად დასანერგია ყოველდღიურობაში ვიდრე რამე მკვეთრი ცვლილება.
რჩევა N 4- იყავი დატენიანებული
სათანადო დატენიანება მნიშვნელოვანია საერთო ჯანმრთელობისთვის. ჩვევად აქციეთ ადეკვატური რაოდენობის წყლის დალევა მთელი დღის განმავლობაში. წყალი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ხელს უწყობს ენერგიის დონის შენარჩუნებას და ხელს უწყობს მბზინვარე და გლუვ კანს.
რჩევა N 5- არ განიკითხოთ თქვენი თავი
რაც მთავარია, ნებისმიერი შემთხვევაში არ განიკითხოთ თქვენი თავი და არ დასტრესოთ, თუ ოდნავ მეტი ჭამეთ ან არაჯანსაღად გარკვეული დროის განმავლობაში. მთავარია ეს ჩვევად ან ცხოვრების წესად არ გადაიქცეს.
ნელი ნაბიჯებით ჯანმრთელობის თუ ვიზუალური მხარის გაუმჯობესების მიზნით თქვენ შეგიძლიათ დანერგოთ ჯანსაღი და უვნებელი საკვების დამზადება სახლში და მირთმევა, ეს დაგეხმარებათ არაჯანსაღი საკვების მირთვემისგან გადაჩვევაში.
ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ბლოგს ჯვარედინ დაბინძურებაზე.
ჯვარედინი დაბინძურება – მარტივი წესები, რომლებიც უნდა იცოდეთ
მიიღე ყოველკვირეული სიახლეები და ინფორმაცია სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით