Კითხვის დრო: 4 წუთისასმელი წყლის მნიშვნელობა და დანიშნულება
სასმელი წყლის გამოყენებას მრავალმხრივი მნიშვნელობა აქვს, რადგან იგი არა მხოლოდ უშუალოდ საწარმოო პროცესებში გამოიყენება, არამედ მას აქვს გავლენა გარემოს დაცვაზე, ენერგიის ხარჯებსა და ეკონომიურ საკითხებზე.
მის მნიშვნელობას ხაზს უსვამს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს დადგენილება 58, სასმელი წყლის რეგლამენტის შესახებ, სადაც დეტალურად არის გაწერილი ის ნორმები რომლებიც დაცული უნდა იქნეს საწარმოებისა და წყლის მომწოდებლების მიერ.
- საკვების წარმოება – GMP-ის მოთხოვნების მიხედვით, აუცილებელია სურსათის წარმოებაში, სასმელი წყლის უვნებლობის მაქსიმალური კონტროლი. სასმელი წყალი გამოიყენება საკვების მომზადების პროცესში, მისი დამუშავების დროს და საბოლოო პროდუქტში. წყლის გამოყენება ამ სფეროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მისმა დაბინძურებამ შეიძლება გამოიწვიოს დაავადებების გავრცელება.
- მედიკამენტების წარმოება – ფარმაცევტულ წარმოებაში სასმელი წყალი გამოიყენება მედიკამენტების შექმნის პროცესში. მედიკამენტების წარმოებაში სასმელი წყალი უნდა იყოს მაქსიმალურად სუფთა და თავისუფალი მიკრობებისგან. გარდა ამისა, წყალი გამოიყენება ფარმაცევტული ჭურჭლის და აღჭურვილობის რეცხვისთვის, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.
- კოსმეტიკის წარმოება – კოსმეტიკური საშუალებების დამზადების, საჭირო აღჭურვილობისა და ჭურჭლის რეცხვის პროცესში, დაშვებულია მხოლოდ სასმელი წყლის გამოყენება.
- ჰიგიენა და დასუფთავება – GMP-ის მოთხოვნების მიხედვით, სასმელი წყალი გამოიყენება წარმოების ყველა სტადიაზე, რათა დაცული იყოს ჰიგიენური ნორმები. ამისათვის წყლის გამოყენება აუცილებელია სამუშაო გარემოს, ინსტრუმენტებისა და სხვა საჭირო მოწყობილობების დასუფთავებისთვისაც.
- პერსონალის პირადი ჰიგიენა – პერსონალის ხელის დასაბანად და სხვა ჰიგიენური მიზნებისთვისაც გამოიყენება მხოლოდ სასმელი წყალი. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერ პირობებში მიკრობების გავრცელება და ჯვარედინი დაბინძურება.
სასმელი წყლის გამოყენება საწარმოში
- პროდუქციის წარმოება:
- სასმელი წყალი გამოიყენება პროდუქციის წარმოების პროცესში, როგორც სასიცოცხლო რესურსი. მაგალითად, საკვების და სასმელების წარმოებაში წყალი აუცილებელია სანიტარული სტანდარტების დაცვისთვის, ასევე გარკვეული პროდუქტის დამზადების პროცესში.
- დასუფთავების მნიშვნელობა კვების მრეწველობაში:
- საწარმოში მუდმივად საჭიროა წყალი, დასუფთავებისა და ჰიგიენური ნორმების დაცვისათვის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ ინდუსტრიებში, სადაც ჰიგიენური სტანდარტები მაღალია.
- გარემოს დაცვა:
- წყლის ჭარბმა ან არამიზნობრივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს გარემოს დაბინძურება და წყლის რესურსების დეფიციტი. საწარმოებისათვის მნიშვნელოვანია წყლის დაზოგვა და მისი გონივრული გამოყენება, მაგალითად, გადამუშავების გზით.
- ეკონომიური ასპექტები:
- წყლის მომარაგება და მოხმარება პირდაპირ უკავშირდება საწარმოს ხარჯებს. წყლის ეფექტური გამოყენება და მისი დაზოგვა ქმნის ეკონომიურ უპირატესობას.
- მომხმარებლის მოთხოვნები:
- საკვებისა წარმოებაში საჭიროა წყლის უმაღლესი ხარისხი. საწარმოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ჰიგიენური წესები სურსათის წარმოების დროს და დაიცვან პროდუქტების უსაფრთხოება, რომელიც დამოკიდებულია წყლის ხარისხზე.
რისკები არასასმელი წყლის გამოყენებისას
არასასმელი წყლის გამოყენებამ შეიძლება სერიოზული ჯანმრთელობის რისკები გამოიწვიოს, რადგან მასში შეიძლება იყოს ბიოლოგიური ან ქიმიური საფრთხე, რაც ადამიანების ჯანმრთელობას ეჭვ ქვეშ აყენებს.
არასასმელი წყლით საკვების მომზადება ან/და მისი დალევა, საზიანოა ჯანმრთელობისთვის. ამის ერთ-ერთი მაგალითია ქოლერას ეპიდემია, რომელიც 2011 წელს მსოფლის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, დაფიქსირდა. მისი გამომწვევი მიზეზი დაბინძურებული წყლის მოხმარება იყო. აღნიშნული დაავადება იწვევს მძიმე დიარეას და თუ დროულად არ მოხდა დახმარების აღმოჩენა, სითხის დაცლის შედეგად შესაძლოა ლეტალური შედეგი დადგეს.
იმისთვის, რომ მსგავსი დაავადებები თავიდან ავიცილოთ, აუცილებელია:
- წყლის ხარისხის რეგულარული მონიტორინგი – ნებისმიერი ობიექტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს წყალს, ვალდებულია რეგულარულად ჩაატაროს ანალიზი, წყლის მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლებზე.
- სანიტარული პირობების დაცვა – აუცილებელია წყლის მიწოდების სისტემების სისუფთავის დაცვა და გარემოსთვის მავნე ნივთიერებების თავიდან აცილება.
- საწარმოების შესაბამისი ტრენინგი – შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პერსონალის განათლება, რათა მათ იცოდნენ, როგორ იმოქმედონ წყლის დაბინძურების შემთხვევაში.
ჯვარედინი დაბინძურების პრევენცია – ჯვარედინი დაბინძურების თავიდან აცილებისთვის არ არის საკმრისი მხოლოდ პროდუქტზე ზრუნვა. ამისთვის აუცილებელია რეგულარულად სუფთავდებოდეს ავზები, მილები და ყველა ის მოწყობილობა, რომელიც რაიმე სახით დაკავშირებულია პროქდუქტთან.
ჰიგიენური ნორმების დაცვა – წყლის სისუფთავე და ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს ჰიგიენურ მოთხოვნებს. პერსონალის მიერ, ყოველთვის ზედმიწევნით უნდა იქნას დაცული ჰიგიენის ნორმები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროდუქტის სისუფთავე ეჭვ ქვეშ დადგება.
ხარისხის კონტროლი და მონიტორინგი
ფილტრაცია არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონტროლი, რომელიც უზრუნველყოფს წყლის სისუფთავეს და მის მავნე ნივთიერებებისგან გაწმენდას. სასმელი წყლის ფილტრაცია გამოიყენება როგორც წყლის პირველადი დამუშავებისას, ისე უკვე საკონტროლო სისტემებში.
ნახვა: 11