ქალაქ გარეთ დასვენებისა და პიკნიკის სეზონი თბილი ამინდების გამოსვლისთანავე იწყება. სეზონი პიკს აღწევს ზაფხულში, როდესაც ქალაქი მაცხოვრებლებისგან იცლება და თითოეული ადამიანი ცდილობს მაღალ ტემპერატურას და სიცხეს თავი აარიდოს.
ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად საპიკნიკო ჟრიამულში, შესაძლოა ყურადღების მიღმა დაგრჩეთ საკვების უვნებლობისთვის გასათვალისწინებელი პატარა, მაგრამ მნიშნელოვანი დეტალები. რისკები განსაკუთრებით იზრდება ცხელ სეზონზე, როდესაც თბილ გარემო პირობებში ბაქტერიები სწრაფად მრავლდებიან.
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით საკვებით გამოწვეული დაავადებებით, ყოველწლიურად 48 მილიონი ადამიანი ავადდება, ხოლო 128 000 ჰოსპიტალიზირებულია. დაავადებებს კი რა იწვევს, თუ არა უვნებლობის წესების დარღვევა, საკვების არა სათანადო პირობებში შენახვა და სხვა.
ჩვენ მაინც შეგახსენებთ, რომ მაშინაც კი როდესაც ქალაქიდან პიკნიკის ან ბარბექიუს მოსაწყობად გასვლას გადაწყვეტთ, სურსათის უვნებლობის აუცილებელი წესებიც თან მოგყვებათ.
HACCP- ის წესების მსუყე და რთული ჩამონათვალით თავი რომ არ სეგაწყინოთ, Food Safety Alliance – ის დღევანდელ ბლოგში გიზიარებთ მარტივ და აუცილებელ რეკომენდაციებს, რომლებიც პიკნიკის სასიამოვნოდ და უსაფრთხოდ გატარებაში დაგეხმარებათ.
პირველი ნაბიჯი – ცივი ცივთან, ცხელი ცხელთან
პიკნიკზე წასვლისთვის პირველი ნაბიჯი შესაბამისი და სასურველი საკვების მომზადება და მათი ტრანსპორტირებისთვის სწორად შენახვაა. მოიმარაგეთ თერმოპაკეტები და ჩანთები. განაცალკევეთ ცივი საკვები – სპეციალური ტემპერატურის მქონე ცივ სათავსოში, ხოლო ცხელი საკვები – ცხელ სათავსოში. აკონტროლეთ ტემპერატურა. მოათავსეთ ცივი საკვები ყინულებით სავსე ჩანთაში. ჩანთა არ დატოვოთ მზის პირდაპირი სხივების ქვეშ, თუ ამჩნევთ რომ ყინული დადნა, შესაბამისად ჩნდება რისკი გამლღვალი საკვებიდან, როგორიცაა ხორცი, თევზი გამოიყოს სითხე.
მეორე ნაბიჯი – ხელების მუდმივი დაბანა
პიკნიკზე შესაძლოა შეარჩიოთ ისეთი მდებარეობა, სადაც არ იქნება ონკანის გამდინარე წყალი. ჩვენ გირჩევთ თან წაიყოლოთ კომფორტული და უსაფრთხო შეფუთვის მქონე საპონი, რომლითაც დაიმუშავებთ ხელს მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, ვიდრე პიკნიკის სუფრას გაშლით. თუ საკმარისი რაოდენობის წყალი არ მოგეპოვებათ თან იქონიეთ ანტიბაქტერიული, სადეზინფექციო სითხე, რომლითაც დაიმუშავებთ ხელებს. გახსოვდეთ, რომ მგზავრობის დროს ვეხებით უამრავ ნივთს, ავტომობილის კარს, სამგზავრო ჩანთებს, ტელეფონს და სხვა. ნივთებიდან ხელზე დარჩენილი ბაქტერიები კი ძალიან მარტივად გადადის პროდუქტზე. ასე რომ მოიმარაგეთ ანტიბაქტერიული საპონი და ქაღალდის ერთჯერადი ხელსახოცები.
მესამე ნაბიჯი – თერმო ინვენტარი და ნივთები
ტრანსპორტირების გათვალისწინებით ეცადეთ შეარჩიოთ ნაკლები რაოდენობის მსხვრევადი და მძიმე ინვენტარი. უპირატესობა მიანიჭეთ ერთჯერად თეფშებსა და ჭურჭელს. გამოიყენეთ საკვები პროდუქტების შესაფუთად სპეციალური გამჭვირვალე ცელოფანი, რომელიც ჰაერის ნაწილაკებიდან ხელს უშლის საკვებში რაიმეს მოხვედრას. არ განათავსოთ უმი და მზა პროდუქტი ერთად ჯვარედინი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით.
მეოთხე ნაბიჯი – უარი თქვით მალფუჭებად პროდუქტებზე
მეხუთე ნაბიჯი – თან იქონიეთ თერმომეტრი
მიუხედავად იმისა, რომ თვალის ხედვით შეგვიძლია ერთმანეთისგან განვარჩიოთ პროდუქტი ლღობის რა ეტაპზეა, სხვადასხვა რისკებიდან თავის დაცვის ერთადერთი სანდო საშუალება თერმომეტრია. თერმომეტრით გაზომეთ ხორცის ტემპერატურა, თუ იგი აღემატება დასაშვებ ტემპერატურას, თავი შეიკავეთ პროდუქტის გამოყენებისგან.
მეექვსე ნაბიჯი – ნარჩენების დაკომპლექტება
საკვების ნარჩენები განათავსეთ შესაბამისი ზომის კონტეინერებში, ნუ შეინახავთ მალფუჭებად პროდუქტებს, რომელიც 1 საათზე მეტი ხნის განმავლობაში იყო მზის პირდაპირი სხივების ქვეშ. ვინაიდან, ასეთ პროდუქტს უკვე დარღვეული აქვს ტემპერატურული რეჟიმი და შესაძლებელია მოხდეს მავნე მიკროორგანიზმების გამრავლება.
მეშვიდე ნაბიჯი – გრილის ინვენტარი და ყინული
თუ თქვენი პიკნიკი მოიცავს ისეთი მძიმე ინვენტარის გამოყენებას, როგორიც არის გრილი და გრილის ასანთებად განკუთვნილი მასალა, საჭიროა იცოდეთ რამდენ გრადუსამდე და რა დროით უნდა შეწვათ გრილზე ხორცი, სოსისი ან სხვა ხორცპროდუქტი. ვიდრე ხორცპროდუქტებს მომზადებას დაიწყებთ, დარწმუნდით, რომ ტრანსპორტირების დროს ხორცს ლღობა არ დაუწყია. დააყოვნეთ ხორცი საყინულედან გრილამდე ოთახის ტემპერატურაზე რამდენიმე წუთით. დარწმუნდით რომ გრილის ბადე ფუნდამენტურად სუფთაა. აანთეთ გრილი და აკონტროლეთ მისი ტემპერატურა მუდმივად.
საკვებით მოწამვლის გამომწვევი მიზეზი ყველაზე ხშირად მავნე მიკროორგანიზმებია. ჰიგიენის ნორმების დაუცველობის ან საკვების არასწორი მომზადების შემთხვევაში საკვების დაბინძურება სახლის პირობებშიც ისევე ხდება, როგორც სახლის გარეთ. მეტიც, პიკნიკზე არასწორად შენახული ან მომზადებული საკვები მნიშვნელოვნად ზრდის ინტოქსიკაციის რისკებს.
საკვებით მოწამვლის შემთხვევათა უმეტესობა მსუბუქი, თვითგანკურნებადი ხასიათისაა და უმჯობესდება დამხმარე არასპეციფიკური სიმპტომური მკურნალობით. პაციენტთა უმეტესობა წარმოდგენილია გასტროინტესტინური სიმპტომებით, როგორიცაა მუცლის ტკივილი და სპაზმები, გულისრევა და ღებინება, და/ან ფაღარათი.
ზემოთ ჩამოთვლილი უარყოფითი და უსიამოვნო გამოცდილების თავიდან ასარიდებლად Food Safety Alliance – ი გირჩევთ მაქსიმალურად დაიცვათ საკვების უვნებლობის მარტივი და ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, როგორც სახლის, ისე პიკნიკის ან სხვა, ღია გარემოს პირობებში.
მიიღე ყოველკვირეული სიახლეები და ინფორმაცია სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით