ყოველი გემრიელი კერძის უკან დგას ნედლეულისა და ინგრედიენტების დამუშავების დეტალური პროცესი. დღეს გაგაცნობთ 4 წესს თუ როგორ ვმართოთ სწორად ინგრედიენტები და ნედლეული სურსათის წარმოების სამყაროში. ამ კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა უმნიშვნელოვანესია. დღევანდელ ბლოგში Food Safety Alliance-ი ისაუბრებს იმაზე თუ როგორ უნდა ავაწყოთ საკვების გადამამუშავებელი პროცესები სწორად ინგრედიენტის მიღებიდან მზა საკვების გადატვირთვამდე.
ინგრედიენტების მიღების პროცესის დაწყებამდე, ყველა ნედლეული და ინგრედიენტი, შესაფუთი მასალის ჩათვლით, უნდა იყოს მიღებული სანდო და დამტკიცებული მომწოდებლებისგან, ყველა ნედლეულს და შესაფუთს უნდა მოყვებოდეს სპეციფიკაციები. ასევე საჭიროებიდან გამომდინარე მომწოდებლისგან შესაძლებელია წარმომავლობის და ხარისხის სერტიფიკატების მოთხოვნა, იმის უზრუნველსაყოფად რომ თქვენს საწყობში მოსულია უვნებელი და შემოწმებული ინგრედიენტი ან შესაფუთი.
ნედლეული, ინგრედიენტები და შესაფუთი მასალები უნდა ინახებოდეს და ტრანსპორტირდეს ერთმანეთისგან გამიჯნულად. თავიდან უნდა იქნას აცილებული სპეციფიკური კომბინაციები, როგორიცაა მაღალი მიკრობიოლოგიური რისკი და დაბალი რისკის ინგრედიენტები.
უნდა ხდებოდეს სადისტრიბუციო მანქანების მკაცრი ინსპექტირება, რომელიც მოიცავს ყველა დეტალს ბეჭდებიდან დაწყებული მავნებლების აქტივობის არარსებობამდე. ინსპექტირების დროს აღმოჩენილი ნებისმიერი შეუსაბამობა დაუყოვნებლივ ინგრედიენტის ან შესაფუთის უარყოფას მოითხოვს.
შენახვა სცილდება უბრალო განთავსებას. ყველა მასალა უნდა ინახებოდეს იატაკიდან და კედლებისგან მოშორებით. თხევადი მასალები არასოდეს უნდა ინახებოდეს მშრალ მასალებზე თავზე. ალერგენები უნდა იყოს მკაფიოდ მარკირებული და ნებისმიერი ინგრედიენტის შენახვის დროს, ტემპერატურის და ტენიანობის რეჟიმი უნდა კონტროლდებოდეს.
ვარგისიანობის ვადები უნდა იყოს მუდმივი მონიტორინგის ქვეშ. ნებისმიერი საეჭვო ან ვადაგასული მარაგი უნდა იყოს გადატამნილი “კარანტინში” და დაუყოვნებლივ განადგურდეს.
ნებისმიერი საქმიანობის დაწყების წინ აუცილებლად უნდა მოხდეს პერსონალის კვალიფიკაციის გადახედვა და საჭიროებისამებრ მისი ამაღლება. ნებისმიერი თანამშრომელი რომელიც მუშაობს კვების ობიექტზე უნდა იყოს კომპეტენტური და გააჩნდეს შესაბამისი კვალიფიკაცია. განსაკუთრებით ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ თანამშრომლებს რომლებიც უშუალოდ ინგრედიენტების მიღების, შენხვის ან გადამუშავების პროცესში ღებულობენ მონაწილეობას.
ნედლეულისა და ინგრედიენტების მართვის პროცესში, HACCP-ის სტანდარტის დანერგვით ბიზნესოპერატორი უზრუნველყოფს ამ წესების დაცვას. სისუფთავის დანერგვით და შენარჩუნებით, დაბინძურების თავიდან აცილებით, შენახვის სტანდარტების დაცვით და შეუსაბამო მასალების მონიტორინგით და მართვით, ბიზნესოპერატორებს მიერ შექმნილი საკვები პროდუქტები მუდმივად უსაფრთხო და ხარისხიანი იქნება.
მიიღე ყოველკვირეული სიახლეები და ინფორმაცია სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით