ჯანსაღი და უვნებელი საკვები პროდუქტები არა მხოლოდ სურსათის უვნებლობას, არამედ ადამიანის ჯანმრთელობის დაცვას გულისხმობს. როგორც უკვე თქვენთვის ცნობილია, სურსათი უვნებელი მაშინ არის, თუ ის ნებისმიერი ფორმით, საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს.
იმისათვის რომ განსაზღვროთ რა შემთხვევაში არის სურსათი ადამიანის ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველი, საჭიროა კარგად გავიგოთ რისკის ცნება.
რისკი ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი საფრთხის გავლენასა და მის სიმძიმეს ნიშნავს.
უარეს შემთხვევაში, სურსათით გამოწვეული დაავადებები პირდაპირ კავშირშია რისკ-ფაქტორების წარმოქმნის ალბათობასთან. რაც უფრო მაღალია რისკ-ფაქტორების წარმოქმნის ალბათობა, მით უფრო მაღალია სურსათით გამოწვეული დაავადებების სიმძიმე და სიხშირე.
საფრთხეები არსებობს სამი ძირითადი სახის:
იმ შემთხვევაში, თუ სხვადასხვა რისკ-ფაქტორების დროს წარმოქმნილი ქიმიური, ბიოლოგიური ან ფიზიკური საფრთხის შემცველობა სურსათში არ აღემადება კანონმდებლობით ან საერთაშორისო სტანდარტებით დაშვებულ დონესა და ზღვარს, ამ კონკრეტული სურსათის მოხმარება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე გავლენას არ მოახდენს.
მაქსიმალურად დასაშვებ დონეს (რაოდენობა, ზღვარი), ასეთი სურსათის მოხმარება ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენას არ მოახდენს.
ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში, რა სახის საფრთხეც არ უნდა აღმოვაჩინოთ კვების ობიექტებსა თუ სხვა საწარმოო დაწესებულებებში, საფრთხის დროული გამოვლენა და აღმოფხვრის მექანიზმები მომხმარებლის ინტერესების დაცვაში ყოველთვის გადამწყვეტ როლს ასრულებს. ასეთი საფრთხეები შეიძლება წარმოიქმნას როგორც სწრაფი კვების ობიექტებში, ასევე ნებისმიერი, თითოეული ადამიანის სამზარეულოშიც.
Food Safety Alliance-ი დღევანდელ ბლოგში სამზარეულოს 5 ყველაზე გავრცელებული საფრთხის შესახებ მოგიყვებით, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ.
1. ხანძარსაწინააღმდეგო და ელექტროობის საფრთხე
სამზარეულოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და საშიში საფრთხე კუსტარულად დამონტაჟებული ელექტრონული მოწყობილობების შედეგად ჩნდება, რამაც შესაძლოა ხანძარი გამოიწვიოს. ხანძარი შეიძლება გამოიწვიოს საკვების მაღალ ტემპერატურაზე მომზადებამ, თუ მომზადების წესი არ იქნება შესაბამისად დაცული – გამწოვის არ არსებობა, გადახურება, მარტივად აალებად ნივთიერებებთან თანხვედრა, როგორიც არის ზეთები და ახლოს მდებარე ჩაის ტილო.
როგორ დავიცვათ თავი?
უპირველეს ყოვლისა:
2. საკვები პროდუქტების არასწორი შენახვა – ჯვარედინი დაბინძურების საფრთხე
საკვები პროდუქტების არასწორი შენახვა გულისხმობს არა მხოლოდ მაცივარში მათ სწორ განლაგებას, არამედ სამზარეულოში თითოეული პროდუქტის შენახვა დადგენილი წესების შესაბამისად.
რა მოვიმოქმედოთ?
3. ბასრი და მძიმე საგნები – მოცურება/დაცემის საფრთხე
დარწმუნდით რომ ბასრ და მძიმე საგნებს, როგორიც არის ხორცისთვის განკუთვნილი დანები, ჩვეულებრივი დანები, სპეციალური მძიმე ხელსაწყოები უსაფრთხო ადგილზე არის შენახული. თავიდან აირიდეთ დანების ჩამოვარდნის/ჩამოკიდების რისკები.
ბასრი საგნების არასწორმა შენახვამ შესაძლოა გამოიწვიოს როგორც ინევნტარის დაბინძურება ასევე ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედება-თითის გაჭრა, ინფექციის შეჭრა, საკვების დაბინძურება და სხვა.
4. სველი იატაკი
ყურადღების მიღმა არ უნდა დავტოვოთ მოცურვა/დაცემის საფრთხეები, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს იატაკზე ზეთის დაღვრით, ფქვილის ან სხვა ნივთიერების დაყრით.
როგორ მოვიქცეთ?
საკვების მომზადების შემდგომ ჩაატარეთ სანიტარული სამუშაოები, რათა თავიდან აირიდოთ მომზადების პრიოცესში გამოყოფილი ცხიმების, ნამწვისა და ნარცენების იატაკზე მოხვედრის ალბათობა.
5. ქიმიური საფრთხეები – ქიმიკატები/სადეზინფექციო საშუალებები
ქიმიური საფრთხეები სანიტარული, სადენზინფექციო და სარეცხი საშუალებების არასწორი მოხმარების ან შენახვის შედეგად ჩნდება. მისგან თავის დასაცავად აუცილებელია:
როგორ მოვიქცეთ?
სამზარელო კვების ობიექტის ან თუნდაც თქვენი საცხოვრებელი სივრცის ერთ-ერთი ყველაზე საფრთხილო და მნიშვნელოვანი წერტილია. სწორედ ამიტომ, მისი დაგეგმვა, მოვლა და სამზარეულოში საკვების მომზადების წესების დაცვა პირდაპირ კავშირშია თქვენს ჯანმრთელობასთან.
თუ გსურთ გაიგოთ უფრო მეტი სამზარეულოს მოწყობის, სურსათის უვნებლობისა და კვების ობიექტებზე საფრთხეების გამოვლენა/აღმოფხვრის შესახებ დარეგისტრირდით Food Safety Alliance-ის ტრენინგ კურსზე.
მიიღე ყოველკვირეული სიახლეები და ინფორმაცია სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით