ყველასთვის, ვისაც კვების ინდუსტრიასთან ერთი გადაკვეთის წერტილი მაინც აქვს, მნიშვნელოვანი და საინტერესო თემაა, თუ როგორ დავნერგოთ HACCP-ი.
HACCP-ის განვითარების ისტორია მრავალ წელს ითვლის და დღეს უკვე ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ის სურსათის უვნებლობის გარანტორია. ამ დროის განმავლობაში, ცნობიერება იმ დონეზე ამაღლდა, რომ მოსახლეობამ უკვე იცის, HACCP-ის სისტემის დანერგვა ვისთვის არის სავალდებულო.
ჰასპის დანერგვა 5 სავალდებულო კომპონენტისგან შედგება და ეს კომპონენტები ორ ნაწილად იყოფა. პირველი ნაწილი მომზადებას ეთმობა, მეორე კი უშუალოდ დანერგვის პროცესს.
აუცილებელია, რომ დავიცვათ ამ პუნქტების თანმიმდევრულობა, რომლის შესახებაც დღეს Food Safety Alliance-ი მოგიყვებათ:
მანამ, სანამ ჰასპის დანერგვას დაიწყებთ, საჭიროა შეფასდეს ორგანიზაციის მზადყოფნა, თუ რამდენად შეესაბამება ის სისტემის მოთხოვნებს. რაც გულიხმობს:
პირველ რიგში, კარგად უნდა გვესმოდეს, თუ რა არის HACCP-ის გუნდის პასუხისმგებლობა.
ჰასპის ეფექტურად დანერგვა მოითხოვს სპეციალისტებისგან დაკომპლექტებულ გუნდის შექმნას, რომლის პასუხისმგებლობაც იქნება წარმოების პროცესების კონტროლი, ნებისმიერ შეუსაბამობაზე მყისიერი რეაგირება, პრევენციული და მაკორექტირებელი ღონისძიებების გატარება. HACCP-ის გუნდი შეიძლება შედგებოდეს:
საჭიროა დეტალურად აღწეროთ პროდუქტი, მისი ინგრედიენტები, შენახვის პირობები და გამოყენების დანიშნულება. ასევე, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ სამიზნე მომხმარებლის ჯგუფი და გაითვალისწინოთ სუსტი იმუნური სისტემის სეგმენტი, მაგალითად ბავშვები, მოხუცები, ორსულები ან სუსტი იმუნიტეტის მქონე პირები.
ბლოკ-სქემა დეტალურად უნდა ასახავდეს წარმოების ან გადამუშავების ყველა ეტაპს:
როდესაც მოხდება სრული ტექნოლოგიური პროცესის აღწერა ბლოკ-სქემის საშუალებით აუცილებლად უნდა მოხდეს ბლოკ-სქემის გადამოწმება ადგილზე, რათა დავრწმუნდეთ რომ ყველა პროცესს მოიცავს და არც ერთი საწარმოო ეტაპი არ გვაქვს გამორჩენილი.
HACCP-ის წარმატებული დანერგვა მოითხოვს სწორ დაგეგმვას, გუნდურ მუშაობას და უწყვეტ გაუმჯობესებას.
ეს პროცესი უზრუნველყოფს არა მხოლოდ სურსათის უვნებლობას, არამედ მომხმარებელთა ნდობის მოპოვებას და ორგანიზაციის რეპუტაციის გაძლიერებას.
თანამედროვე მსოფლიოში, სადაც სურსათის უვნებლობის სტანდარტები ყოველდღიურად იზრდება, ჰასპის დანერგვა საჭირო და სასარგებლო ნაბიჯია ყველა ორგანიზაციისთვის, რომელიც პასუხისმგებელია საკვების წარმოებაზე. ჰასპის სტანდარტების უზრუნველყოფა და ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტების ზედმიწევნით დაცვა, სურსათის უვნებლობის საფუძველი გახლავთ.
მიიღე ყოველკვირეული სიახლეები და ინფორმაცია სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით