გაინტერესებთ, თუ რამდენად მჭიდრო კავშირში არიან ჰიგიენა და სურსათის უვნებლობა? მაშინ ეს ბლოგი თქვენთვისაა.
ყოველი ჩვენგანი ფიქრობს იმაზე, თუ რამდენად სუფთა გარემოშია ის საკვები პროდუქტები მომზადებულები, რომელსაც ყოველდღიურად ვყიდებულობთ და მივირთმევთ.
სურსათის უვნებლობის მართვისათვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჰიგიენის ნორმები დაცვა საწარმოო პროცესში.
ჰიგიენა საკვების წარმოებაში, შენახვასა და გადამუშავებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
ამ მიმართულებით სტანდარტებს საერთაშორისო ორგანიზაციები აწესებენ და აკონტროლებენ. ერთ-ერთი მთავარი მარეგულირებელია FAO – ამერიკის კვებისა და აგროკულტურის ორგანიზაცია, რომელიც აკონტროლებს Good Hygiene Practices (GHP)-ს.
GHP უზრუნველყოფს, რომ ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც მომხმარებლამდე მიდის, იყოს უვნებელი და არ შეიცავდეს მიკრობებს, ტოქსინებს ან სხვა სახის დაბინძურებებს, რომლებიც შეიძლება ჯანმრთელობას აზიანებდეს.
კარგი ჰიგიენის პრაქტიკები წარმოადგენს სტანდარტებსა და პროცედურებს, რომლებიც უზრუნველყოფენ საკვების შემუშავების, ტრანსპორტირებისა და შენახვის პროცესში ჰიგიენური ნორმების უზრუნველყოფასა და შესაბამისად, სურსათის ხარისხის კონტროლს.
GHP-ის დაცვა ხელს უწყობს ჰიგიენის მაღალ დონეს სამუშაო გარემოში, რათა საკვები არ გახდეს ინფიცირებული მიკროორგანიზმებით. დადგენილი პრაქტიკების ფარგლებში კონტროლდება: პირადი ჰიგიენა, დასუფთავება და დეზინფექცია, ჰიგიენური ნაგვის განადგურება და სხვა კრიტიკული ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს როგორ წარმოებულ პროდუქტზე, ისე საწარმოზე.
პირადი ჰიგიენა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია GHP-ის პრაქტიკებში. თანამშრომლების ჯანმრთელობა და ჰიგიენა პირდაპირ აისახება სურსათის უვნებლობაზე. დარღვეული პირადი ჰიგიენა შეიძლება გახდეს მიკრობების გავრცელების წყარო და საკვებში ინფექციების წარმოშობის მიზეზი.
პირადი ჰიგიენის მთავარი წესები, რომლებსაც უნდა დაემორჩილოს ყველა თანამშრომელი:
ყველა ის სივრცე, სადაც ხდება საკვებთან შეხება, უნდა იყოს მუდმივად სუფთა და უვნებელი. სწორედ აქ არის ყველაზე დიდი რისკი, რომ ჰიგიენის ნაკლებობის გამო საკვების უვნებლობა დაირღვევა და მიკრობები გავრცელდება.
ჰიგიენური გარემოს შექმნა გულისხმობს:
ნარჩენების მართვა მნიშვნელოვან როლს თამაშობს საკვების წარმოებაში. ნარჩენების არასწორი მეთოდით განადგურება, შეიძლება იყოს ის ძირითადი მიზეზი, რომელიც ხელს უწყობს მიკრობების გავრცელებას და ინფექციების გაჩენას. ნარჩენების განადგურება ისე უნდა ხდებოდეს, რომ საკვებთან კონტაქტში არ შედიოდეს მისი ნაწილაკები. აუცულებელია, რომ საწარმოს სისტემატიურად გაჰქონდეს ნარჩენები ტერიტორიიდან.
აუცილებელია, რომ საწარმოს ყველა თანამშრომელს კარგად ჰქონდეს პასუხისმგებლობა გააზრებული. თითოეულმა მათგანმა ზედმიწევნით კარგად უნდა იცოდეს, თუ როგორ დაიცვას ჰიგიენის წესები ისე, რომ არ შეუქმნას მომხმარებელს საფრთხე და საკვები იყოს უვნებელი.
საჭიროა, რომ მუშაობის დაწყებამდე, საწარმოებმა ყველა თანამშრომელი დაგაამზადონ არა მხოლოდ ტექნიკური, არამედ ჰიგიენის ნორმების დაცვის მიმართულებითაც და ჩაუტარონ ყოველწლიური სწავლება ან გადამზადება.
ჰიგიენის სანიმუშო პრაქტიკა (GHP) წარმოადგენს საკვების წარმოების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს.
ის აკონტროლებს არა მხოლოდ მიკროორგანიზმების გადაცემას, არამედ იცავს მომხმარებლის ჯანმრთელობას.
პერსონალის ჰიგიენა, სამუშაო გარემოს სისუფთავე, ნარჩენების სისტემატიური განადგურება და თანამშრომლების მუდმივი გადამზადება — ყველა ეს ნაბიჯი ხელს უწყობს სურსათის უვნებლობასა და საწარმოს ხარისხს.
მიიღე ყოველკვირეული სიახლეები და ინფორმაცია სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით