დღეს თქვენი ერთგული Food Safety Alliance-ი ისაუბრებს თემაზე GMP-ის მოთხოვნები და კომუნიკაციები.
საკვების წარმოების დროს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ GMP-ის მკაცრი სტანდარტები. GMP-ის მოთხოვნები ასევე გვხვდება ნაწილობრივ წინასწარი აუცილებელი პროგრამების სახით.
GMP-ის უმნიშვნელოვანეს კომპონენტებს შორის არის კომუნალური საშუალებები, რომლებიც მხარს უჭერენ წარმოების სხვადასხვა პროცესებს, როგორიცაა წყლისა და ორთქლის სისტემები და შეკუმშული ჰაერის მიწოდება სხვადასხვა ტექნოლოგიური ეტაპებისთვის.
კომუნიკაციის მომსახურების მონიტორინგი
აუცილებლად მუდმივ რეჟიმში უნდა კონტროლდებოდეს როგორც ქიმიურად, ასევე მიკრობიოლოგიურად კომუნიკაციების სისუფთავე, პროდუქტის დაბინძურების რისკის შესამცირებლად. რეგულარული შემოწმება უზრუნველყოფს იმის გარანტიას, რომ საკვები რომელიც დამზადებულია თქვენს საწარმოში არ წარმოადგენს საფრთხეს საბოლოო მომხმარებლისთვის.
კაბელ-არხის კონსტრუქცია
საკაბელო უჯრების ინსტალაციის დროს მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ სუფთა გარემო. კაბელ არხების უნდა იყოს მარტივად ხელმისაწვდომი და რეკომენდებულია ღია, ვერტიკალური უჯრები. დახურული უჯრების გამოყენების შემთხვევაში, აუცილებლად უნდა ხდებოდეს ხშირი გაწმენდა მავნებლების თავშესაფრის თავიდან ასაცილებლად.
სასმელი წყალი უნდა მიეწოდოს წარმოებასთან დაკავშირებულ ყველა ოპერაციას და ხელ საბანსაც კი.
წყალი, რომელიც გამოიყენება როგორც პროდუქტის ინგრედიენტი, უნდა აკმაყოფილებდეს სასმელი წყლის სტანდარტებს, დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.
ორთქლი, რომელიც წარმოების სხვადასხვა პროცესში გავრცელებული ელემენტია, ექვემდებარება მკაცრ შემოწმებას წყლის სტანდარტების მიხედვით.
შეჯამება
დასასრულს, GMP-ის სტანდარტის მითითებების დაცვა კომუნიკაციების გამოყენების დროს არ არის მხოლოდ ვალდებულება,რომელიც უნდა დავიცვათ მარეგულირებელი ორგანოების შემოწმების გამო, არამედ ეს არის პროდუქციის უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი. ამ ზომების განხორციელებით, მწარმოებლები ხელს უწყობენ სტანდარტების დაცვას, რომელიც თავის მხრივ დაიცავს მომხმარებლებს და პროდუქციის მთლიანობას.
გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები
GMP-ის და ვენტილაციის მიმართ მოთხოვნებს შეგიძლიათ გაეცნობთ ქვემოთ ბმულზე
ვენტილაცია, როგორც წარმოების სანიმუშო პრაქტიკის (GMP) მოთხოვნა
მიიღე ყოველკვირეული სიახლეები და ინფორმაცია სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით