სისუფთავისა და სანიტარული სტანდარტების დაცვა უმთავრესია საკვების წარმოების ნებისმიერ დაწესებულებაში. ის უზრუნველყოფს არა მხოლოდ მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობას, არამედ იცავს მომხმარებელს და უჩენს მას ნდობას და საბოლოო პროდუქტის უვნებლობას. დღეს Food Safety Alliance-ი მოგიყვებათ სანტირარულ სტანდარტებზე და იმაზე თუ რა უნდა ვიცოდეთ. ამ ბლოგში ჩვენ ჩავუღრმავდებით დასუფთავებისა და სანიტარიის ძირითად ასპექტებს, დაწყებული ფორმალური დასუფთავების გრაფიკიდან, დასრულებული შესაბამისი საწმენდი ქიმიკატებისა და აღჭურვილობის შერჩევამდე.
დასუფთავების ოფიციალური გეგმა-გრაფიკი საკვების წარმოების ობიექტებში სისუფთავის ხერხემალს წარმოადგენს. ეს გრაფიკები უნდა მოიცავდეს ყველა სფეროს, პროცესის აღჭურვილობიდან დაწყებული საკვების დამზადების გარემოს მდგომარეობამდე. გეგმა-გრაფიკის დეტალური აღწერა უმნიშვნელოვანესია, იგი უნდა მოიცავდეს სიხშირეს, მეთოდებს, გამოყენებულ ქიმიურ ნივთიერებებს და პასუხისმგებელ პერსონალს თითოეული დასუფთავების ობიექტისთვის. ამ გრაფიკების გულმოდგინედ დაცვით, ობიექტებს შეუძლიათ შეამცირონ დაბინძურების რისკი და შეინარჩუნონ ჰიგიენური გარემო.
დასუფთავების ეფექტური მეთოდები აუცილებელია პათოგენების აღმოსაფხვრელად და ჯვარედინი დაბინძურების თავიდან ასაცილებლად. სამუშაო ადგილზე უნდა იყოს მკაფიო და ყოვლისმომცველი ინსტრუქციები, უნდა ხდებოდეს აღჭურვილობის საფუძვლიანი გაწმენდა. ვალიდირებული მეთოდები, მათ შორის მიკრობიოლოგიური ტესტირება, სადაც ეს შესაძლებელია, უზრუნველყოფს დასუფთავების პროცესის ეფექტურობას. გადამოწმება, როგორიცაა ქიმიური კონცენტრაციის მონიტორინგი და ვიზუალური ინსპექტირების ჩატარება, ადასტურებს ობიექტის სისუფთავეს და ქიმიური დაბინძურების თავიდან აცილებას.
სწორი საწმენდი ქიმიკატების შერჩევა მნიშვნელოვანია სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად. ყველა ქიმიური ნივთიერება უნდა იყოს შესაფერისი საკვებთან კონტაქტის ზედაპირებზე გამოყენებისთვის და შესყიდული იყოს სანდო მომწოდებლებისგან. გარკვეული საწმენდი საშუალებები დაუშვებელია სამრეწველო სფეროებისთვის და მკაცრად უნდა იქნას გაკონტროლებული მათი გამოყენება. შესყიდვამდე, ახალმა ქიმიკატებმა უნდა გაიარონ მკაცრი რისკის შეფასება და სათანადო პროცედურები.
სწორად იდენტიფიცირებული და მოვლილი საწმენდი ინვენტარი აუცილებელია ჰიგიენის სტანდარტების შესანარჩუნებლად. ფერადი კოდირება ხელს უწყობს მარტივ იდენტიფიკაციას და ხელს უშლის სხვადასხვა ობიექტებს შორის ჯვარედინ დაბინძურებას. აღჭურვილობა, რომელიც განკუთვნილია კონკრეტულ ობიექტებს, როგორიცაა საპირფარეშო ან გარე ტერიტორია, მკაცრად უნდა იყოს გამოყოფილი მაღალი რისკის ზონებისგან. უფრო მეტიც, ამ ინვენტარის შენახვა უნდა ხდებოდეს ერთმანეთისგან განცალკავებით. ინვენტარის შენახვა უნდა ხდებოდეს იატაკიდან ამაღლებულ ადგილზე, ჯაგრისებისა შენახვა უნდა ხდებოდეს თავებით ქვემოთ. ამ წესების დაცვა უზრუნველყოფს სისუფთავის შენარჩუნებას კვების დამზადების ობიექტზე.
GMP-ის პრინციპების დაცვა ფუნდამენტურია საკვების წარმოებაში სისუფთავის სტანდარტების დასაცავად. დასუფთავების აღჭურვილობის სეგრეგაცია ტერიტორიებისა და მაღალი რისკის ზონების ხელს უშლის ჯვარედინი დაბინძურებას. ინვენტარის ფერადი კოდირება აძლიერებს კონტროლს, ხოლო ერთჯერადი ტანსაცმლის გამოყენება ინარჩუნებს ჰიგიენას.
სურსათის წარმოების სფეროში სისუფთავე არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი. დასუფთავების მკაფიო გეგმა-გრაფიკის დანერგვით, ეფექტური მეთოდების გამოყენებით, შესაბამისი ქიმიკატების შერჩევით და დასუფთავების ინვენტარის კოდირებით, ობიექტებს შეუძლიათ დაიცვან დაბინძურების რისკები და დაიცვან სანიტარიის უმაღლესი სტანდარტები. GMP-ის(წინასწარი აუცილებელი პროგრამები) პრინციპების დაცვა უზრუნველყოფს დასუფთავების პროცესის ყველა ასპექტის ზედმიწევნით მართვას, მომხმარებელთა ნდობის გაძლიერებას და ბაზარზე უსაფრთხო და ჯანსაღი პროდუქტების მიწოდების უზრუნველყოფას. აღნიშნული სერვისების მიღება საქარველოს მაშტაბით შესაძლებელია კომპანია ქლინქლინის დახმარებით.
მიიღე ყოველკვირეული სიახლეები და ინფორმაცია სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით