დღევანდელ ბლოგში Food Safety Alliance-ს უნდა გაგიზიაროთ ხის ინვენტარის დადებით და უარყოფით მხარეებზე კვების წარმოების ობიექტზე.
პოლიეთილენის და სილიკონის მასალები საკმაოდ დიდი დოზით შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში. პლასტმასი თავისი შემადგენლობით არის მსუბუქი და გამძლე,მან შესანიშნავად ჩაანაცვლა ხის ინვენტარი კვების ობიექტების საწარმოებსა და სამზარეულოებში.
მაგრამ, ზოგიერთი საწარმო კვლავ იყენებს ხისგან დამზადებულ ინვენტარს.
მაგალითად, მაკარონის წარმოებაში-ხის ინვენტარი მაკარონის გასაშრობად, საცხობში-დაფები, ხორცის წარმოებაში -ხორცის საჭრელები, ასევე თითქმის ყველა საწარმოში გამოიყენება ხის პალეტები.
ყველა ამ საწარმოს ან სამზარეულოს შემოწმების შედეგად, რათქმა უნდა საერთაშორისო ან ლოკალური აუდიტორი მიუთითებს, რომ საწარმოს სანიმუშო პრაქტიკა არ არის დანერგილი ან მხარდაჭერილი წარმოების მიერ.
შესაძლებელია ასევე საწარმოს პერსონალს არ აქვს გავლილი სურსათის უვნებლობის ტრენინგი და არ ფლობს შესაბამის კომპეტენციას. მეტი ინფორმაციის მიღების მიზნით, თუ რატომ არის აუცილებელი HACCP-ის ტრენინგის გავლა შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს სტატიაში.
ახლა კი მოდით განვიხილოთ ნამდვილად არის თუ არა ხე და ხის ინვენტარი ჩვენი უვნებელი საკვებისათვის მნიშვნელოვანი საფრთხე?
როგორც უკვე ვიცით არსებობს სამი ძირითადი საფრთხის კლასიფიკაცია და სამივე საფრთხე ხის ინვენტარს უკავშირდება:
* ფიზიკური (ნაწილაკების მოხვედრა პროდუქტში);
* მიკრობიოლოგიური (ხე შთანთქავს ტენიანობას და შესანიშნავი გარემოა პათოგენური ბაქტერიების გამრავლებისთვის. ითვლება, რომ ხეს აქვს ანტიბაქტერიული თვისებები, მაგრამ ხის ნელი გაშრობა ხელს უწყობს იმ ფაქტს, რომ ეს ღირებულება იკარგება);
* ქიმიური (ხის ინვენტარი მარტივად იწოვს სარეცხ და სადეზინფექციო საშუალებებს, რომელიც შეიძლება მოგვიანებით გადავიდეს ჩვენს პროდუქტში. თუ ჯვარედინი დაბინძურების შესახებ არაფერი გსმენიათ შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენი ბლოგი ამ თემასთან დაკავშირებით. გარდა ამისა შესაძლებელია თვითონ ხეც იყოს დამუშავებული სხვადასხვა ქიმიური საშუალებებით.
ასევე, ხის ზედაპირებზე მარტივად შეიძლება მოხდეს ალერგენების შემცველი პროდუქტების ნაწილაკების დაგროვება. ამრიგად, ხის ინვენტარი არის ჯვარედინი დაბინძურების რისკების დამატებითი წყარო.
ამ ინფორმაციის გათვალისწინებით, რეკომენდებულია შეძლებისდაგვარად ხის აღჭურვილობის, ზედაპირების და ინვენტარის რაოდენობის შემცირება, ობიექტზე სადაც ხდება საკვების დამზადების ან გადამუშავება.
სამწუხარო რეალობა არის ის რომ საწარმოებს ყოველთვის არ აქვთ იმის შესაძლებლობა რომ ჩაანაცვლონ ხის ინვენტარი სხვა მასალისგან დამზადებული მსგავსი-მყარი პლასტმასის ან უჟანგავი ფოლადისგან, რომელიც განკუთვნილია საკვების წარმოებისთვის.
რეკომენდაციები კვების კომპანიებისთვის, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა მთლიანად ამოიღონ გამოყენებიდან ხის აღჭურვილობის ან ინვენტარი:
მიიღე ყოველკვირეული სიახლეები და ინფორმაცია სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით