ყველა ბიზნესის მსგავსად, კვების ბიზნესშიც მონაწილეობენ დიდი და პატარა მოთამაშეები – მსხვილი კომპანიები, რომლებიც საერთაშორისო არენაზე მყარად პოზიციონირებენ, რესტორნები და სწრაფი კვების ობიექტები, რომელთაც ყველა იცნობს და სტარტაპები, რომლებიც კვების ბიზნესში ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს.
თითოეული მათგანი აყალიბებს თავის სამიზნე აუდიტორიას, ქმნის სამომხმარებლო სტანდარტებს და პოზიციონირებს როგორც ადგილობრივად, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
ცხადია, კვების ბიზნესების რეგისტრირებას და ფუნქციონირებას კანონმდებლობა, რეგულაციები და საერთაშორისოდ აღიარებული სურსათის უვნებლობის სტანდარტები განსაზღვრავს.
თუ ვინ და როგორ უზრუნველყოფს სტარტაპებისა და დიდი კომპანიების ინფორმირებულობას სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტებზე, ამაზე დღეს ჩვენს ბლოგში ვრცლად მოგიყვებით.
ტერმინი ,,სურსათის უვნებლობა’’ საქართველოში 2005 წლიდან დამკვიდრდა. მანამდე ის სურსათის ხარისხთან და სასურსათო უსაფრთხოებასთან იყო გაიგივებული. ტერმინის დამკვიდრებასთან ერთად, აღმოცენდა სფეროს მარეგულირებელი ორგანოები და გაჩნდა საკონსულტაციო ჯგუფები, რომლებიც კვების ბიზნესში მოასპარეზე ყველა კომპანიის გადამზადებასა და დატრენინგებას უზრუნველყოფენ.
ვინ არიან ისინი?
კვების ბიზნესში მოღვაწე საკონსულტაციო ჯგუფები და კომპანიები არის შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე სპეციალისტთა გაერთიანება, რომელთა მიზანიც ობიექტზე უვნებელი და ხარისხიანი პროდუქტის წარმოებაა.
საკონსულტაციო კომპანიების სპეციალისტებს აქვთ შესაბამისი ცოდნა და უნარები იმისთვის, რომ ობიექტებს კვების ბიზნესში არსებული საერთაშორისო სტანდარტები და რეგულაციები გააცნონ. მათი ძირითადი საქმიანობა სურსათის უვნებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და საერთაშორისო ნორმების დანერგვას ემსახურება, რომელსაც ტრენინგებით, კონსულტაციებითა და სხვა გზებით ახორციელებენ.
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც სურსათის უვნებლობის მიმართულებით არა ერთი დიდი ორგანიზაცია, კომპანია და საკონსულტაციო სააგენტო მუშაობს.
მაგალითად, მსოფლიოს მასშტაბით, აშშ-ში მდებარე სურსათის უვნებლობისა და ინსპექტირების სამსახური (FSIS) არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტო აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში, რომლის პასუხისმგებლობაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორცის, ფრინველისა და დამუშავებული კვერცხის უსაფრთხო რეალიზაციაა. მათი მიზანს პროდუქტების ეტიკეტირება, უვნებლობა და რეალიზაციისთვის უსაფრთხოდ შეფუთვა წარმოადგენს.
სურსათის უვნებლობის მიმართულებით მომუშავე კიდევ ერთი დიდი სააგენტო არის სურსათის უვნებლობის ინსტიტუტი კანადაში (CIFS); ასევე კვების ბიზნესში მცირე და დიდ კომპანიებზე მომუშავე ესტონური სტარტაპი Food Docs და Food Safety Alliance (FSA) საქართველოში.
ასეთ ორგანიზაციებს მხოლოდ ერთი მიზანი აერთიანებთ – კვების ობიექტებმა აწარმოონ უვნებელი და ხარისხიანი სურსათი.
საქართველოს მსგავსი გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის სურსათის უვნებლობა განსაკუთრებით რთული და კომპლექსური საკითხია, რომელიც მრავალმხრივ გადაწყვეტას მოითხოვს. სურსათის უვნებლობა არის ერთგვარი კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი სურსათი, მისი მიზნობრივი გამოყენების შემთხვევაში ზიანს არ უნდა აყენებდეს ადამიანის ჯანმრთელობას. საქართველოში კვების ობიექტებზე კანონით (173 დადგენილება) განსაზღვრული ნორმების დაცვის კონტროლს სურსათის ეროვნული სააგნეტო ახორციელეს, რომელიც კვების ბიზნესში ერთ-ერთი მოწინავე აქტორია.
სწორედ იმისთვის რომ კვების ობიექტებმა უვნებელი სურსათის წარმოება შეძლონ და ვიდრე შეძლებენ ინფორმირდნენ როგორ დაიცვან ყველა შესაბამისი ნორმები, 2019 წელს საქართველოში დაარსდა კომპანია Food Safety Alliance, რომელიც მომხმარებელს 3 ტიპის მომსახურებას სთავაზობს.
Food Safety Alliance-ის მთავარი მიზანი უვნებელი სურსათის წარმოებასთან ერთად ზოგადად კვების ობიექტებში მიღებული საერთაშორისო სტანდარტებისა და რეგულაციების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ინფორმაციის მიწოდებაა.
კომპანია ქართულ ბაზარზე უკვე მეოთხე წელია წარმატებით ოპერირებს. კომპანიას ჰყავს წამყვანი აუდიტი და კვალიფიციური ტრენერები, რომლებიც კვების ობიექტებზე და არა მხოლოდ, ისეთი სისტემების დანერგვას უზრუნველყოფენ, როგორიც არის HACCP-ი.
Food Safety Alliance-ი აქტიურად მუშაობს კვების ობიექტების, სასტუმროების, რესტორნების მენეჯმენტისა და პერსონალისთვის საჭირო ცოდნის გაზიარების კუთხით.
გარდა HACCP, ISO, GMP და GHP ინფორმაციული ტრენინგებისა, რომლებიც მიმართულია თეორიული ცოდნის გაღრმავებისა და დეტალური ინფორმაციის მიწოდებისკენ, კომპანია მომხმარებელს ნებისმიერი კვების ობიექტის მონიტორინგს და HACCP-ის სისტემის დანერგვას სთავაზობს.
კვების ობიექტის მონიტორინგს Food Safety Alliance-ი ობიექტზე ვიზიტით, შეუსაბამობების დაფიქსირებითა და ანგარიშის წარდგენით ახორციელებს. კომპანია უზრუნველყოფს კვების ობიექტისთვის ყველა საჭირო დოკუმენტაციისა და საბუთების წარმოებას, მათ სწავლებას და მხარდაჭერას.
Food Safety Alliance-თან თანამშრომლობენ ისეთი კომპანიები, როგორიც არის ,,Du Chef’’, ,,საბავშვო ბაღი ნევერლენდი’’, ვეგეტარიანული საკვებისა და სხვა ასორტიმენტის მქონე რესტორანი ,,Freeduchio’’ და სხვა.
კომპანიამ ზემოთ ჩამოთვლილ ობიექტებზე უკვე დანერგა სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისოდ აღიარებული და მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული მართვის სისტემა HACCP-ი, რომელიც სურსათის გამოწვეული საფრთხის დადგენასა და მის პრევენციას ემსახურება და ჩაუტარა ტრენინგები.
“სურსათის უვნებლობის საკონსულტაციოს დაარსების მიზეზი იყო ის რომ, მინდოდა რეალურად შემეცვალა კვების ობიექტების მიდგომა და ამემაღლებინა ცნობიერება, ჩემი კომპანიის მიზანი არის საქართველოში სურსათის უვნებლობის დანერგვა ყოველდღიურობაში და არა ფორმალურად ქაღალდზე და სერტიფიკატზე”-ლიანა სოღოიანი.
ტრენინგები და სწავლება კვების ბიზნესში
რატომ არის მნიშნელოვანი ინფორმაციული საგანმანათლებლო ტრენინგები და სწავლებები სურსათის უვნებლობის მიმართულებით?
ამ მიმართულებით მომუშავე საკონსულტაციო კომპანიები სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ კვების ბიზნესში მოასპარეზე ობიექტებს შესაბამისი ცოდნა, განათლება და პროფესიული უნარ ჩვევები ასწავლოს.
რაც უფრო მეტად ინფორმირებულია კვების ობიექტი, საწარმო ან სასტუმრო სურსათის უვნებლობისა და მომსახურების მაღალი სტანდარტების შესახებ, მით მეტად წარმატებული იმიჯის მქონეა ობიექტი. ამრიგად, სურსათის უვნებლობის მიმართულებით ჩატარებული ტრენინგები იცავს თქვენს მომხმარებლებს მოსალოდნელი საფრთხეებისგან, როგორიც შეიძლება იყოს მოწამვლა, დაავადება და ცუდ შემთხვევაში დაღუპვაც კი.
სურსათის უვნებლობის მიმართულებით ტრენინგებისა და გადამზადების შედეგად კვების ობიექტების როგორც მენეჯმენტს ისე პერსონალს ექნებათ სურსათთან მოპყრობის, შენახვა დამუშავებისა და მოხმარების შესახებ კვალიფიციური ცოდნა, რაც საბოლოო ჯამში ობიექტის პრესტიჟსა და რეპუტაციაზე დადებითად მოქმედებს.
სურსათის უვნებლობის ტრენინგი გადამწყვეტი როლს თამაშობს კვების ბიზნესის წარმატებაში. იქნება ეს რესტორანი, კაფე თუ კუთხის მაღაზია. თუ თქვენ ემსახურებით საზოგადოებას და ხართ კვების ბიზნესი, ვალდებული ხართ დაიცვათ კანონი და კანონის მიხედვით ზედმიწევნით მიჰყვეთ სურსათის უვნებლობის რეგულაციებსა და სტანდარტებს.
საუკეთესო გზა იმისთვის, რომ იყოთ კონკურენტუნარიანი ბაზარზე, მოიზიდოთ მეტი მომხმარებელი, გაზარდოთ თქვენი ობიექტის როგორც ბრენდის იმიჯი და გყავდეთ კვალიფიციური პერსონალი არის სურსათის უვნებლობის სტანდარტების ცოდნა და მომსახურების მაღალი სტანდარტების დანერგვა.
ამ მიზნის მიღწევაში კი Food Safety Alliance-ის გუნდი დაგეხმარებათ:
ტრენინგზე რეგისტრაციის ბმული https://forms.gle/wrwAAKGZR2BezoFb7
მიიღე ყოველკვირეული სიახლეები და ინფორმაცია სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით