საკვების შენახვის პირველი მცდელობა შორეული წარსულიდან იღებს სათავეს. პერიოდიდან, როდესაც არ არსებობდა მაცივრები, თერმო ჩანთები და ტემპერატურის მზომი მოწყობილობები. როდესაც ადამიანმა პირველად გაიაზრა, რომ გამოქვაბულში გრილად შენახული საკვები უფრო დიდხანს ძლებდა, ვიდრე თბილ ტემპერატურაზე მყოფი კერძი, მან საკვების საგულდაგულოდ შენახვა/გამოზოგვა დაიწყო.
საკვების შენახვა ადამიანის ბუნებრივი რეაქციაა. გვსურს ჩვენს მიერ მოყვანილი ან შეძენილი პროდუქტი რაც შეიძლება დიდხანს გვქონდეს თავის მხრივ სურვილისა და რაც მთავარია ეკონომიის მიზნით. თუმცა ხშირად გვავიწყდება ან არ ვფლობთ ზუსტ ინფორმაციას როგორ შეიძლება შევინახოთ საკვები უვნებლად ისე, რომ იგი დიდი ხნის განმავლობაში იყოს ვარგისი.
დღევანდელ ეპოქაში ფართოდ გავრცელებულია იმპორტირებული საკვები, მათ შორის მზა საკვები, რომელთა შემოტანა კონტინენტიდან კონტინენტზე თვეობით მანძილზე მიმდინარეობს. ნათელი მაგალითია ჩვენთვის კარგად ცნობილი სწაფის კვების ობიექტები: მაკდონალდსი, ვენდის და სხვა.
იმპორტის შემთხვევაში საკვების სწორად შენახვა გადამწყვეტ როლს თამაშობს. ჩვენმა მკითხველმა კარგად იცის, რომ საკვების უვნებლობა ეს არის ციკლი, მრვალაფეროვანი და მრავალ ასპექტიანი ჯაჭვი, რომელიც ‘’ფერმიდან სუფრამდე’’ პრინციპს ეფუძვნება. თუ ჯაჭვის ერთი კომპონენტი დარღვეულია, ეს მთელს ციკლზე აისახება.
სწორედ ამიტომ, სამზარეულოში, დისტრიბუციის ეტაპზე თუ გადმოზიდვის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოწყობილობა, რომელიც საკვებს ინახავს არის მაცივარი. მაცივარში საკვების შენახვა/განთავსება რეგულირდება როგორც საერთაშორისოდ აღიარებული კანონმდებლობით, ასევე ქვეყნის შიდა, ბიზნეს ოპერატორისთვის განკუთვნილი რეგულაციების შესაბამისად, რომელზეც საქართველოში სურსათის ეროვნული სააგენტო კურირებს.
‘’თუ ეჭვი გეპარება, გადააგდე’’ – კვების ინდუსტრიაში არსებობს ასეთი გავრცელებული ფრაზა, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ საკვები სწორად არის შენახული და მაინც სადღაც, რაღაც ეჭვი გვეპარება მის ვარგისიანობაში ჯობს გადავაგდოთ.
Food Safety Alliance – ის დღევანდელ ბლოგში, ჩვენ გასწავლით როგორ დავიყვანოთ მინიმუმამდე საკვების გადაგდების რისკი და როგორ ვაქციოთ მაცივარი – სამზარეულოს ყველაზე მნიშნელოვანი მოწყობილობა საკვების სწორად შენახვის შესაფერის სივრცედ.
პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ ტემპერატურის სიმძლავრე
მაცივარზე ზრუნვა მისი შერჩევის/ყიდვის მომენტიდან იწყება. ყველაფერი დამოკიდებულია არა მაცივრის ფერზე, ფასსა ან მოდელზე, არამედ მის ტექნიკურ მახასიათებლებზე. პირველ რიგში საჭიროა ვიცოდეთ რამდენად ყინავს მაცივარი ტემპერატურას. ცივი ტემპერატურა ხელს უშლის მავნე ბაქტერიების ზრდას. გასაოცარია, თუმცა ცხადია, რომ მალფუჭებადი საკვებში ბაქტერიები შესაძლოა ორჯერ გაიზარდოს სულ რაღაც 10-15 წუთში. მხოლოდ რამდენიმე საათში ოთახის ტემპერატურაზე კი საკვებში ჩნდება მილიონი ბაქტერია და საკმარისი იმისათვის, რომ მომხმარებელი დაავადდეს.
FDA(Food and Drug Administration) სურსათის კოდექსის მიხედვით, მალფუჭებადი საკვები უნდა ინახებოდეს 41°F ან უფრო დაბალ ტემპერატურაზე. ეს არის საკვების შიდა ტემპერატურა, რომელიც შემოწმებულია ღეროს თერმომეტრით – არა მაცივრის ჰაერის ტემპერატურა. იცოდით, რომ საკვების შესანარჩუნებლად 41°F ან ქვემოთ, გამაგრილებელი ჰაერის ტემპერატურა უნდა იყოს 2-დან 3 გრადუსამდე ცივი? ჰაერის ტემპერატურის დაახლოებით 38°F ან ქვემოთ (დიაპაზონი 34-დან 38°F-მდე) შენარჩუნება გაყინვის გარეშე იდეალურია უმეტეს საკვებისთვის.
იმის გამო, რომ მაცივრის განყოფილებას შეიძლება კარგი მოცულობა ჰქონდეს, სითბო მასზე მაინც არათანაბრად. ჩვენ გირჩევთ ყურადღება გაამახვილოთ შემდეგ ფაქტორებზე:
⦁ +1-დან +3-მდე ტემპერატურაზე უმჯობესია შეინახოთ ხორცი, თევზი, ქათმის კვერცხი, ყველი, მაიონეზი;
⦁ +2-დან +4-მდე ყველი, ძეხვი და მსგავსი სხვა პროდუქტები;
⦁ 3-დან +5-მდე ტემპერატურაზე ინახება სუპები, მოხარშული ბოსტნეული, რძის პროდუქტები და პური;
განლაგება და ორგანიზებულად შენახვა
მაცივარში საკვების სწორად შენახვის მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი წესია საკვების განლაგება. თუ ჩვენ სწორ ტემპერატურაზე კარგ მაცივარში შევინახავთ პირობითად თევზს ან რძის პროდუქტს ერთად მოხდება ჯვარედინი დაბინძურება, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის უკვე საფრთხეს წარმოადგენს. მაცივარში პროდუქტების განლაგება ზემოდან ქვემოთ იწყება.
ზედა და შუა თარო – მზა საკვები
ამ თაროებზე უნდა განლაგდეს მისართმევად გამზადებული პროდუქტები, ისეთები როგორიცაა რძის პროდუქტები, მზა საკვები და წინასწარ შეფუთული გამზადებული კერძები. ასევე წინა დღიდან მორჩენილი საკვებები, მზა ხორცეული და სალათები. ყოველივე ეს პროდუქტი უნდა იყოს თავდახურული ან/და შეფუთული რომ არ მოხდეს მათი დაბინძურება.
შუა და ქვედა თაროზე
როდესაც მაცივარის მესამედი შევსებულია მზა საკვებით, მივყვებით ქრონოლოგიურად. მზა საკვების შემდეგ მოდის ხორცეული და უმი საკვები პროდუქტები. რეკომენდებულია, რომ პროდუქტები განლაგდეს ისე, რომ მათი კვალი არ აისახოს სხვა პროდუქტზე. მაგალითად ხორცის ლღობის შედეგად გაჩენილი სისხლის ნაწილაკები და სხვა. უმი ხორცები აუცილებლად უნდა ინახებოდეს მაცივრის ქვედა თაროზე. დარწმუნდით რომ ყველა ხორცეული კარგად არის შეფუთული და დაცული. სწორად შეფუთვა ბაქტერიების გამრავლების რისკს მინიმუმამდე ამცრებს.
ბოლო თარო
მაცივრის ქვედა თაროზე რეკომენდებულია განთავსდეს ბოსტნეული, რეცხვადი და მოსამზადებელი საკვები, როგორიც არის ხილი, სხვა მზა ინგრედიენტები და პროდუქტები. სასურველი და რეკომენდებულია დარწმუნდეთ რომ ხილი, ბოსტნეული და მწვანილები გახვეულია ქაღალდში, ან პლასტიკატში ნახვრეტებით, რაც მათ ჭუჭყისგან დაიცავს, ასევე არ დატოვებს ნარეცხი წყლის წვეთებს მაცივრის უჯრაში.
საყინულე
საყინულე მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მეტად ბლოკავს ბაქტერიების გამრავლების რისკს და ფაქტობრივად აჩერებს მას, რეკომენდებულია პერიოდულად ლღვებოდეს და იწმინდებოდეს. რაც არ უნდა გავყინოთ, შეფუთვის, ან პროდუქტის ნაწილაკი მაინც ხვდება ყინულის ზედაპირზე და აბინძურებს მას. როგორც ყველგან მაცივარში, საყინულეშიც გასაყინი პროდუქტები რეკომენდებულია განცალკევდეს. რაც უფრო ორგანიზებულად და მარკირებულად არის პროდუქტები მაცივარში განტავსებული, მით ნაკლებია ბაქტერიების გავრცელების რისკი.
სისუფთავე
მაცივარს განსხვავებით სხვა სამზარეულო მოწყობილობებისგან სპეციალური რეცხვა დამუშავება სჭირდება. ჩვენ გირჩევთ:
⦁ მოერიდოთ ქიმიკატებსა და მძაფრი სუნის მქონე სადეზინფექციო საშუალებებს
⦁ მაცივრის გასაწმენდად შეარჩიეთ მხოლოდ საკვებთან დასაშვები საშუალება
⦁ აკონტროლეთ ვადა და ეტიკეტი – ეტიკეტზე შესაძლოა ხაზგასმული იყოს შემადგენელი რომელიმე ნივთიერება, რომელიც განსაკუთრებულად საყურადღებოა
⦁ გაწმენდის შემდგომ მაცივარი დააყოვნეთ გარკვეული დროის მანძილზე, რათა კარგად გამოშრეს და იყოს უსაფრთხო
⦁ გაშრობის შემდგომ ჩართვამდე შეამოწმეთ – ხომ არ დგას რომელიმე საწმენდი ნივთიერების სუნი მაცივარში? ხომ არ დარჩა რაიმე ნაწილაკი, რამაც შეიძლება საკვების დაბინძურება გამოიწვიოს?
ბიზნეს ოპერატორის შემთხვევაში
მაცივრის სწორად მოვლა და ფუნქციონირება ისეთივე აუცილებელია ჩვენთვის, როგორც ბიზნეს ოპერატორებისთვის. ბიზნეს ოპერატორი კანონმდებლობითა და სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგლამენტით პირდაპირ ვალდებულია იქონიოს რამდენიმე მაცივარი, რომელშიც ასორტიმენტისთვის განკუთვნილ პროდუქტებს მარკირების წესის და განლაგების წესის დაცვით შეინახავს.
მარკირება არის პროდუქტზე სტიკერის დაკვრა, რომელზეც მითითებულია როდის არის იგი დამზადებული და როდამდე აქვს მას შენახვის ვადა. შენახვის ვადა და ვარგისიანობის ვადა ერთმანეთისგან განსხვავდება. შენახვის ვადა თუ აწერია ჰერმეტულად დახურულ პროდუქტს, გახსნიდან მისი ვადა უკვე გახსნის მომენტიდან უნდა ავთვალოთ. ხშრად პროდუქტებს არა თუ დღე, საათობრივი შენახვის ვადა აქვთ.
დასკვნა:
მაცივარი არის მოწყობილობა, რომლის გარეშეც სამზარეულო წარმოუდგენელია. კვების ბიზნესისა თუ თითოეული ჩვენგანისთვის მისი სწორად მოვლა და ფუნქციონირება პირდაპირ აისახება მომხმარებლის/ჩვენს ჯანმრთელობაზე.
მიიღე ყოველკვირეული სიახლეები და ინფორმაცია სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით