ჯანმრთელობაზე ზრუნვა საკვებზე ზრუნვით იწყება. ის, თუ რას მივირთმევთ ახლა განსაზღვრავს ჩვენს ჯანმრთელობის მდგომარეობას მომავალში. საკვები ნივთიერებები ადამიანის ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დანამატებია. გარდა საკვები ნივთიერებებისა სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის ორგანიზმს სჭირდება ვიტამინების, ცილების, ცხიმების, ნახშირწყებისა და წყლის განსაზღვრული რაოდენობა.
მზა ვიტამინების გარდა, რომელთაც ფარმაცევტულ ქსელებში უხვად შეხვდებით, ვიტამინების მიღება შესაძლებელია ყოველდღიური საკვები რაციონიდან. საუზმეს, სადილისა და ვახშმის დროს სწორად გადანაწილებული საკვები პროდუქტები დადებითად მოქმედებს არა მხოლოდ ჯანმრთელობაზე, არამედ დღის განწყობასა და ხასიათზე.
თუმცა დღის რაციონის სწორად გადანაწილება ფუჭი იქნება, თუ საკვები პროდუქტების ჰიგიენას, შენახვის პირობებსა და მომზადების მარტივ წესებს არ დავიცავთ.
Food Safety Alliance-ი დღევანდელ ბლოგში ჯვარედინი დაბინძურების შესახებ მოგიყვებათ: გაგაცნობთ რა არის ჯვარედინი დაბინძურება, როგორ და საიდან შეიძლება განვითარდეს ის, რა რისკების მატარებელია კონკრეტული პროდუქტი და როგორ ავირიდოთ ჯვარედინი დაბინძურება თავიდან.
რა არის ჯვარედინი დაბინძურება?
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ბოლო წლების მონაცემების მიხედვით ყოველწლიურად, დაბინძურებული საკვების მიღების შედეგად 600 მილიონი ადამიანი ავადდება ხოლო 420 000 ადამიანი იღუპება.
ჯვარედინი დაბინძურება არის პირდაპირი ან ირიბი კონტაქტის გზით მავნე ბაქტერიების ერთი წერტილიდან მეორეზე გადასვლა/გადატანა.
არსებობს ჯვარედინი დაბინძურების სამი ძირითადი სახეობა
თითოეულ მათგანში ბაქტერია გადადის დაბინძურებული საკვებიდან, ნივთიდან ან ადამიანის ხელიდან დაუბინძურებელ, სუფთა პროდუქტზე.
ჯვარედინი დაბინძურება შესაძლოა ელემენტარულმა ჰიგიენის წესების დაუცველობამ გამოიწვიოს. მაგალითად, როგორიც არის საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ ხელების ანტიბაქტრეული საპნით კარგად დაბანა, უმ ხორცთან დანის შეხების შემდეგ იგივე დანით ბოსტნეულის დაჭრა, ასევე ფრინველთან, ცხოველთან ან თევზთან შეხების შემდეგ იგივე ხელებით მზა საკვებზე შეხება.
საუკეთესო გზა ჯვარედინი დაბინძურების თავიდან ასარიდებლად იმ მარტივი წესების ცოდნაა, რომლის შესახებაც სურსათის უვნებლობის სააგენტოები და საკონსულტაციო კომპანიები ბიზნეს ოპერატორებსა თუ ჩვეულებრივ მოქალაქეებს აქტიურად მოუწოდებენ.
Food Safety Alliance-ი გაგაცნობთ 5 მარტივ გზას, რომელიც ჯვარედინ დაბინძურებას თავიდან აგარიდებთ.
1. სურსათის უვნებლობის სათანადო ტრენინგი
როგორც უკვე დავწერეთ, ცოდნა არის ძალა. რაც უფრო მეტი ცოდნა აქვს ბიზნეს ოპერატორსა და პერსონალს ჯვარედინი დაბიძურების შესახებ, მით უფრო ნაკლებია ობიექტზე მოწამვლისა და საკვებით ინტოქსიკაციის რისკები. ტრენინგები მოიცავს ისეთ მნიშნელოვან ინფორმაციას, როგორიც არის ნედლი საკვების სათანადო სეგრეგაცია და ისეთი საკვებზე ყურადღების გამახვილება, რომელიც მხოლოდ მინიმალურად საჭიროებს დამუშავებას. ასევე, ცალკეული ჭურჭლის სწორად გამოყენება როგორიც არის სპეციალური დაფები და დანები/ბასრი საგნები.
2. საკვებისა და ქიმიკატების განცალკავებით შენახვა
საკვების სწორი შენახვა არ ნიშნავს ყოველთვის ყველა საკვების მაცივარში, ხოლო მარცვლეულის ქილებში შენახვას. საკმარისია ისინი სათანადოდ შევინახოთ ისე, რომ არ დაბინძურდეს. ჯვარედინი დაბინძურება ხდება მაშინ, როდესაც საკვები შემხებლობაშია სხვა საგანთან. განსაკუთრებით საშიშია საკვებისა და ქიმიკატების ერთ სივრცეში არსებობა.
საუკეთესო პრაქტიკა არის ქიმიკატების სწორად შენახვა, მათი ეტიკეტირება და საკვები პროდუქტებისგან განცალკავებით შენახვა რაც თავის მხრივ ნიშნავს მშრალი და სველი ქიმიკატების ერთმანეთისგან გამოყოფას და დაკომპლექტებას.
3.საკვების მკაცრი ჰიგიენა
საკვების სანიმუშო ჰიგიენის პრაქტიკაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის ხელების მუდმივი დაბანა. საკვების სანიმუშო ჰიგიენა გულისხმობს ყველა იმ პროცესს, რომელიც საკვებთან არსებული რისკების მინიმუმამდე დაყვანას ემსახურება. საკვების დამუშავების დროს ადამიანი ირგვლივ ყველაფერს ეხება, რომ აღარაფერი ვთქვათ თვითონ ადამიანის მიერ სხვადასხვა სახის პათოგენების გავრცელებაზე, რომელიც შესაძლოა გადაეცეს საკვებს. საკვების სანიმუშო ჰიგიენა მოიცავს ხელების მუდმივ დაბანას, ფრჩხილების მოჭრას, შესაბამისი ფორმის ტარებას (სამზარეულოს ქუდი, ხალათი, ხელთათმანები, ბახილები), ტელეფონთან კონტაქტის შემდეგ ხელების დაბანას, რადგან ტელეფონი მეცნიერულად მიჩნეულია ბაქტერიების წყაროდ.
4.რეგულარული დასუფთავების გრაფიკი
ხელის დაბანის მსგავსად, რეგულარულად უნდა ირეცხებოდეს ზედაპირები, იწმინდებოდეს მწერებისგან დამცავი ბადეები, სუფთავდებოდეს გამწოვი, რათა არ დაგროვდეს კონდესატი, აღმოიფხვრას კოროზიის წერტილები და დასუფთავდეს ყველა ის კუთხე, სადაც ჭუჭყის დაგროვება და შემდეგ მისი საკვებში მოხვედრა არის შესაძლებელი.
5.რეგულარულად აკონტროლეთ ოპერაციები
რეგულარული დასუფთავების გრაფიკი არის გასაღები, რომელიც ჯვარედინ დაბინძურებას თავიდან აგარიდებთ. ობიექტის რეცხვა და დეზინფექცია, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოს და უვნებლობის საკონსულტაციო კომპანიების მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით ხორციელდება მნიშვნელოვნად ამცირებს ჯვარედინ დაბინძურებას და მისგან გამოწვეულ რისკებს.
თუ ფიქრობთ რომ ჯვარედინი დაბინძურება ვითარდება მხოლოდ სამზარეულოს ტერიტორიაზე თქვენ ცდებით. ჯვარედინი დაბინძუება შეიძლება მოხდეს საკვების შესყიდვის დროს, სახლის დასუფთავების დროს, საკვების მომზადებისა და საჭმლის მირთმევის დროსაც კი.
როგორ ავირიდოთ ჯვარედინი დაბინძურება საყიდლების დროს?
უპირველესად, საყიდლების კალათა არის ის ნივთი, რომელსაც დღეში ასობით მომხმარებელი ჰკიდებს ხელს, ამიტომ სასურველია გამოიყენოთ ერთჯერადი ხელთათმანები.
როგორ ავირიდოთ ჯვარედინი დაბინძურება მაცივარში?
ალერგენები და ჯვარედინი დაბინძურება
ალერგენი ის ნივთიერებაა, რომელიც ალერგიულ რეაქციას იწვევს. ალერგენების რიცხვი ძალიან დიდია – ერთისთვის აბსოლუტურად უვნებელი ნივთიერება მეორისთვის შესაძლოა ძლიერი ალერგიული რეაქციის მიზეზად იქცეს.
ინჰალაციური – ალერგენით დაბინძურებული ჰაერის ჩასუნთქვა;
ალიმენტური – ალერგენის შემცველი პროდუქტის ან სხვა ნივთიერების
საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მოხვედრა;
კონტაქტური – კანსა და ლორწოვან გარსებთან ალერგენის უშუალო კონტაქტი.
საკვები ალერგენები აღიარებულია როგორც საშიშროება და საფრთხე კვებითი ალერგიის მქონე ადამიანებისათვის. მათ შეუძლიათ სერიოზული პრობლემები შეუქმნან ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებს. ისინი გადადიან ერთი წერტილიდან მეორეზე მტვრის ნაწილაკებით და ჯვარედინი დაბინძურების მეშვეობით. (ალერგენების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს დადგენილება N301-ში, დანართი 1).
ჯვარედინი დაბინძურება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრაქტიკაა სამზარეულოსა და სხვა სივრცეებში. ზემოთ ჩამოთვლილი მარტივი წესები და რეგულაციები კი მისგან თავის დაცვაში დაგეხმარებათ.
მიიღე ყოველკვირეული სიახლეები და ინფორმაცია სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით