ჰასპის დანიშნულება და მნიშვნელობა ერთ-ერთი საკვანძო საკითხია სურსათის წარმოებისა და მიწოდების პროცესში.
ერთხელ მაინც, ყველა ჩვენგანს უფიქრია, თუ როგორ და რა პირობებში მზადდება ის საკვები, რომელიც სხვადასხვა კვების ობიექტებსა და მარკეტებში გვხვდება.
აუცილებელია, რომ ყველა მწარმოებელი კარგად იყო გათვითცნობიერებული იმაში, თუ რა არის სურსათის უვნებლობა და რა ზიანი შეიძლება მიადგეს მომხმარებელს, თუ მას დაბინძურებულ პროდუქტს მიაწვდის.
ჰასპი წარმოადგენს სისტემას, რომელიც მიზნად ისახავს სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფას. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა, მომხმარებელს მიეწოდოს უვნებელი და ჯანსაღი პროდუქტი, თითოეული მათგანის შექმნის პროცესის კონტროლის მეშვეობით.
ჰასპის სისტემას საფუძველი 1960-იან წლებში, ამერიკულმა კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ ჩაუყარა. სააგენტომ სურსათის უვნებლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა მიანიჭა, რადგან კოსმონავტებისთვის მიწოდებული საკვები აუცილებლად სუფთა და სანდო უნდა ყოფილიყო. ამ მეთოდმა სწრაფად გაითქვა სახელი და დიდი გავლენა იქონია სურსათის წარმოების ინდუსტრიაზე, მთელს მსოფლიოში.
დღესდღეობით, HACCP-ის სისტემა გამოიყენება არა მხოლოდ კოსმოსურ სივრცეში, არამედ ყველა იმ სფეროში, სადაც სურსათის დამზადება და რეალიზება ხორციელდება.
კვების ინდუსტრიაში არსებობს HACCP-ის 7 პრინციპი , რომელიც მოიცავს ყველა იმ მნიშვნელოვან ეტაპს, რომელიც უზრუნველჰყოფს სურსათის უვნებლობას:
ჰასპის სისტემის დანერგვა მნიშვნელოვნად ზრდის სურსათის ხარისხსა და უვნებლობას. რაც უფრო ზედმიწევნით იქნება დაცული ჰასპის პრინციპები, მით უფრო მცირე იქნება დაბინძურების რისკი, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს სურსათის შეუსაბამოდ დამუშავების ან შენახვის გამო.
ყველა მწარმოებლისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი პროდუქტის მიმართ მომხმარებლებს ნდობა გააჩნდეთ. სწორედ ამიტომ Food Safety Alliance გიზიარებთ ინფორმაციას, თუ როგორ დავნერგოთ ჰასპი.
მიიღე ყოველკვირეული სიახლეები და ინფორმაცია სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით