ზაფხულში ტემპერატურის მკვეთრ მატებასთან ერთად იზრდება საკვებით მოწამვლისა და ინტოქსიკაციის შემთხვევათა რიცხვი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა 2022 წლის უახლესი სტატისტიკა, რომლის მიხედვით, ყოველწლიურად, დაბინძურებული საკვების მირთმევის შედეგად მსოფლიოში დაახლოებით 600 000 ადამიანი ავადდება, ხოლო 420 000 კი იღუპება.
აღნიშნული მონაცემები მუდმივად ცვალებადი და განახლებადია. ცხელი ზაფხულის აქტიურ პერიოდში, როდესაც მომხმარებელს აქვს გაზრდილი მოთხოვნა ისეთ სეზონურ ხილზე როგორიცაა: საზამთრო, ნესვი, ატამი, ტროპიკული ხილი და სხვა პროდუქტების მოხმარებასთან ერთად იზრდება დაავადებების განვითარების რისკები.
მოწამვლისა და საკვები პროდუქტებით ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევები ხშირად ჭარბობს ტურისტულ ზონებში. მაგალითად იქ, სადაც ახალი, ცოცხალი და ხშირად ეგზოტიკური ზღვის ნაწარმის მოპოვება და რეალიზაცია ხორციელდება.
შესაბამისად, მედიკოსებისთვის ზაფხულის სეზონი არა თუ ზღვის სანაპიროსთან და დასვენებასთან, არამედ ნაწლავური ჩხირის ინფექციასთან და მწვავე ინტოქსიკაციასთან ასოცირდება.
ჩვენმა მკითხველმა კარგად იცის, რომ ნებისმიერი საკვები პროდუქტი ვიდრე იგი ფერმიდან მომხმარებლამდე მიაღწევს კომპლექსურ ჯაჭვს გაივლის, შესაბამისად სურსათის უვნებლობის კონსულტანტები კვების ობიექტებს სწორედ ამ დიდი ჯაჭვის თითოეული კომპონენტის ზედმიწევნით დაცვას ურჩევენ.
Food Safety Alliance – ის დღევანდელ ბლოგში 10 პროდუქტის შესახებ მოგიყვებით, რომელიც ზაფხულის ცხელ სეზონზე მაღალი რისკის შემცველია და უნდა მოვერიდოთ.
1. ზღვის პროდუქტები
როგორც ზემოთ ვახსენეთ, ზაფხული წელიწადის ყველაზე აქტიური, ტურისტული და მრავალფეროვანი სეზონია. განსაკუთრებით იმ მომხმარებელთათვის, ვინც უპირატესობას ახალ, თერმულად დაუმუშავებელ პროდუქტებს ანიჭებს. მიკრობების გამრავლებისთვის საუკეთესო პირობებია სითბო და მაღალი ტემპერატურა. თუ ზღვის პროდუქტები არ არის სწორად შეფუთული, აკლია დამუშავება ან მოხდა მათი სხვა პროდუქტთან არსებობის მომენტში ჯვარედინი დაბინძურება, მათი მირთმევა ჯანმრთელობისთვის მაღალი რისკის შემცველია. შესაბამისად ზაფხულის ცხელ თვეებში მოერიდეთ ზღვის პროდუქტების დიდი რაოდენობითა და სიხშირით მირთმევას.
2. წყალი
ჩვენ ვიცით, რომ თანამედროვე საზოგადოების განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული წყლის რესურსების რაოდენობასა და ხარისხზე. წყალი ადამიანებს ეხმარება ჯანმრთელობის მდგომარეობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებაში. განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ პერიოდში, როდესაც ვმოძრაობთ მზის მაღალი რადიაციული გამოსხივების ქვეშ, დღის მანძილზე ვხარჯავთ ენერგიას და გამოვყოფთ ოფლს, მნიშნელოვანია ორგანიზმს საკმარისი წყლის მარაგი მიეწოდებოდეს.
თუმცა ჭარბი რაოდენობით წყლის მიღება ვერ იქნება სასარგებლო, თუ წყალი გაფილტრული და სუფთა არ არის. წყლით ორგანიზმის დაბინძურება იწვევს ხანგრძლივ ქრონიკულ დაავადებებს, დიარეას, გულისრევას, იმუნიტეტის დასუსტებას და თანმდევ გართულებებსაც კი.
3. რძის პროდუქტები
რძის პროდუქტები, როგორიც არის იოგურტი, მაწონი, რძე, კეფირი, აირანი, არაჟანი და სხვა ერთ-ერთ ყველაზე საფრთხილო და ფაქიზ პროდუქტად ითვლება. ისინი მალფუჭებადი პროდუქტების რიგს განეკუთვნებიან. საჭიროებენ მუდმივ კონტროლს, ვადებისა და შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის მუდმივ დაცვას. საკმარისია რძის პროდუქტს დაერღვეს ტემპერატურული რეჟიმი, რომ იგი აიჭრება, მასში გამრავლდება რძემჟავა ბაქტერიები, შეიცვლის გემოს და გახდება ჯანმრთელობისთვის საშიში.
რძის პროდუქტებში ცხიმების ჯამური რაოდენობა განსხვავდება პროდუქტის ტიპის და დამზადების ტექნოლოგიის მიხედვით.
ზრდასრული ადამიანებისთვის უმჯობესია ნაკლებცხიმიანი რძის პროდუქტების მიღება, ეს ცხიმები წარმოადგენენ ნაჯერ ცხიმებს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გასუქება და ჭარბწონიანობა.
ამ კლასის ცხიმების ხშირად, დასაშვებზე მეტი რაოდენობით მიღებამ შესაძლოა აგრეთვე გამოიწვიოს სისხლში ქოლესტერინის დონის მატება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ან გაჟონვის განვითარების საფრთხე.
4. ნედლი ხორცი
მიუხედავად იმისა, რომ ახალი, წითელი, ნედლი ხორცი ცილის და რკინის შესანიშნავი წყაროა, ზაფხულის თვეები ძალიან კარგი სეზონია ორგანიზმის ხორცპროდუქტებისგან გასათავისუფლებლად.
ჩვენს ორგანიზმს ძალიან ბევრი მუშაობა უწევს ხორცისგან საკვები ნივთიერებების მოსანელებლად და ათვისებისთვის, ხოლო წითელი ხორცი ასევე ზრდის სხეულის ტემპერატურას, რაც ზაფხულის თვეებში თავიდან აცილება შეუძლებელია.
ორგანიზმი თითქმის 80%-ით მეტ ენერგიას ხარჯავს ხორცის მოსანელებლად. ასევე ხორცი ძალიან ადვილად ფუჭდება სიცხის გამო, რაც ზრდის საკვებით მოწამვლის შანსს.
5. შაქრიანი სასმელები
უმეტესობა ჩვენგანი მიისწრაფვის ცივი შაქრიანი სასმელებისკენ, რათა ზაფხულში თავი იგრძნოს მსუბუქად, გაგრილებულად და მხნედ. გაზირებული სასმელები ხშირად იწვევს ტემპერატურის მატებას, რაც თავის მხრივ ორგანიზმში ზრდის კალორიების დონეს, აშრობს სხეულს და აიძულებს თირკმელებს გახშირებულ მუშაობას.
თირკმლის სისტემის დაძაბვამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ქვები, რომელიც ჯანმრთელობისთვის საკმაოდ საზიანო და მავნეა.
6. სწრაფი საკვების პროდუქცია
ზაფხულის ცხელ დღეებში სწრაფის კვების ობიექტებში გამოყენებული ზეთი ცხელდება და გრილდება იმდენჯერ, რამდენჯერაც ობიექტში მომუშავე პერსონალი გამოიყენებს. მიუხედავად იმისა, რომ სურსათის უვნებლობის დარგში რეკომენდებულია მრავალჯერადი გამოყენების სპეციალური ზეთი, სხვადასხვა საწარმოსა თუ სწრაფის კვების რესტორნებში ხშირად მრავალჯერადი ზეთის ნაცვლად ერთჯერდი ზეთი გამოიყენება, რაც სიცოცხლისთვის მაღალი რისკის მატარებელია.
გამოყენებული ზეთოვანი ნარჩენები წარმოქმნიან კიბოს უჯრედებს, იწვევენ კალორიების მატებასა და ორგანიზმის დამძიმებას. გირჩევთ მოერიდოთ ცომეულს და მძიმე საკვებს. ასევე ძნელად მოსანელებელია კუჭ-ნაწლავის სისტემისთვის.
7. მაიონეზიანი საკვები
მაიონეზით და სხვადასხვა გემრიელი სოუსებით გაჯერებული სალათები ხშირად მომხმარებლის მოწამვლის მიზეზი ხდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციების მიხედვით მაიონეზიან სალათს აქვს საათობრივი შენახვის ვადა, ესაჭიროება მკაცრი ტემპერატურული რეჟიმის დაცვა. წინააღმდეგ შემთხვევაში იწვევს კუჭ- ნაწლავის სისტემის დაბინძურებას, რაც გამოიხატება ტემპერატურის მატებაში, ასევე გულის რევასა და დიარეაში.
8. სალათის ფურცელი
სალათის ფურცელი ჯანსაღი კვების, ვეგანური და ვეგეტარიანული რაციონის განუყოფელი ნაწილია, თუმცა ამის მიუხედავად იგი მაინც მაღალი რისკის მატარებლად ითვლება. სალათის ფურცელზე არსებობენ ბაქტერიები და მავნებლები, რომლებიც ხშირად მიწიდან ფოთოლზე გადადიან და დებენ კვერცხებს.
სალათის ფურცელი უსაფრთხოა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იგი კარგად არის გარეცხილი და არ არის დაჭრილი მეტალის დანით. ვინაიდან მეტალის იარაღები მცენარეს ართმევს სასარგებლო თვისებებს.
9. ყავა/ჩაი
ჩაი და ყავა, მიუხედავად იმისა, რომ აუცილებელია ჩვენი ყოველდღიური რუტინისთვის, ასევე შარდმდენი ხასიათისაა და იწვევს ორგანიზმის ზედმეტი რაოდენობის წყლის დაკარგვას.
გირჩევთ შეამცირეთ ჩაი და ყავა დღეში ერთ ან ორ ფინჯანზე, ნაცვლად სცადეთ ჰიბისკუსი, ვარდი, მწვანე ჩაი ან პიტნა ჯანსაღი გამაგრილებელი ჭიქისთვის.
10. გაურეცხავი ხილი
მიუხედავად იმისა, რომ სეზონური ხილი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლო და ენერგიის მთავარი წყაროა, ხშირად სეზონნური ხილი მოწამვლის მიზეზი ხდება, რასაც ხილის არასწორი შენახვა და მოხმარება იწვევს. მაგალითად, ზაფხულის სეზონზე გავრცელებულია საზამთროს დაჭრილ მდგომარეობაში შენახვა, რაც დაუშვებელია.
პროდუქტი ჭკნება, კარგავს იმ თვისებებს, რომელიც ორგანიზმს სიჯანსაღეში ეხმარება, ასევე შეივავს დიდი რაოდენობით შაქარს. ნებისმიერი სეზონური ხილის უვნებლობისთვის პირველი და გადამწყვეტი ეტაპი სწორედ ფუნდამენტური გარეცხვაა.
წყარო:
https://www.1mg.com/articles/eat-right-7-foods-you-must-avoid-this-summer-season/
მიიღე ყოველკვირეული სიახლეები და ინფორმაცია სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით