სურსათის უვნებლობის ჭკვიანი ტემპერატურისა და ტენიანობის მონიტორინგი უზრუნველყოფს საკვები პროდუქტების უვნებლობას. ჩვენს სწრაფად განვითარებად სამყაროში ხარისხის უზრუნველყოფა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. სურსათის უვნებლობის შენარჩუნების ერთ-ერთი კრიტიკული ასპექტია- შენახვის პირობების მართვა (ტემპერატურა და ტენიანობა).
მაცივრებსა და საცავებში ტემპერატურის ან ტენიანობის არასათანადო დონემ შეიძლება გამოიწვიოს საკვების გაფუჭება, დაბინძურება ან სურსათის უვნებლობის დაკარგვა. დღეს ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება, ამ პირობების მართვა არასოდეს ყოფილა ადვილი ან უფრო საიმედო, ვიდრე დღეს. მაცივრებში ტემპერატურისა და ტენიანობის მონიტორინგის ჭკვიანი მართვის დანერგვა და დისტანციური მხარდაჭერა გვეხმარება არა მარტო პროდუქტის უვნებლობის შენარჩუნებაში, არამედ ელექტრო ენერგიის ეფექტურად გამოყენებაში და ადამიანური რესურსების სწორად მართვაში, შეცდომებისა და დანახარჯების მინიმალიზაციის გზით.
დღეს Food Safety Alliance-ი, გაგაცნობთ ჩვენს მეგობარ კომპანიას eBuilding და მოგიყვებათ თუ როგორ მუშაობს ახალი ტექნოლოგია და რატომ არის ის აუცილებელი ყველა ბიზნესისთვის, რომელიც ჩართულია საკვების შენახვაში.
ტემპერატურისა და ტენიანობის ჭკვიანური მონიტორინგის დანერგვა ძალიან მარტივია. მთლიანი კონტროლის პროცესი მოიაზრებს სენსორის ინსტალაციას და მონაცემების ავტომატურ რეჟიმში შეგროვებას. ამ ინოვაციური მონიტორინგის სისტემის დადებითი მხარეებია:
ჭკვიანი სისტემის დანერგვით და მხარდაჭერით საკვები ობიექტების ბიზნეს ოპერატორები აუმჯობესებენ სამუშაო პროცესებს და მინიმუმამდე დაყავთ პროდუქტის გაფუჭების რისკები. გარდა ამისა ჭკვიანური ტემპერატურა ტენიანობის მონიტორინგის სისტემა გვაძლევს დამატებით უპირატესობებს:
დასაწყობების დროს აუცილებელია ტემპერატურა-ტენიანობის რეჟიმების დაცვა, რადგან თუნდაც მცირე ტემპერატურის ცვლილებამ შეიძლება არ გამოიწვიოს პროდუქტის პირდაპირი დაზიანება, მაგრამ შექმნას პირობები მიკრობიოლოგიური გამრავლებისთვის. როდესაც ტემპერატურა ხვდება “სახიფათო ზონაში“, მიკრობები აქტიურდებიან და შეიძლება დროთა განმავლობაში შექმნან საფრთხე ადამიანის ჯანმრთელობისთვის, რომელიც გამოიწვევს თავისი მხრივ საბოლოო მომხმარებლის ინტოქსიკაციას და ბიზნესის რეპუტაციის შელახვას, ასევე ფინანსურ ზარალს. ამიტომ, აუცილებელია გქონდეთ სწორად რეგულირებული ტემპერატურა მშრალ ზონაში (18-22°C), ცივ ზონაში (0-5°C) და მინუს მაცივრებში (-18°C და ქვემოთ), რათა თავიდან აიცილოთ შეუსაბამობა და პროდუქტის ხარისხის დაზიანება.
ჭკვიანური სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფენ სურსათის უვნებლობის დაცვას, ტემპერატურა და ტენიანობის მონიტორინგის პროცესების პრევენციასა და კონტროლს კვების ბიზნესისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. ავტომატური კონტროლი, გვაძლევს საშუალებას ჩვენს საწყობში ან მაცივარში დავიცვათ ოპტიმალური პირობები სურსათის შენახვისთვის. სენსორული ტემპერატურა ტენიანობის მონიტორინგი გვაძლევს საშუალებას მომენტალურად და ზუსტად შევამჩნიოთ ნებისმიერი გადახრა, რის შედეგადაც ხდება მყისიერი რეაგირება. აღნიშნული ტექნოლოგია ხელს უწყობს სურსათის გაფუჭებას ან მიკრობიოლოგიური საფრთხეების გამრავლების თავიდან აცილებას, რაც საბოლოოდ აუმჯობესებს პროდუქტის უვნებლობას და მომხმარებლის ჯანმრთელობას.
მიიღე ყოველკვირეული სიახლეები და ინფორმაცია სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით