ხარისხიანი და უვნებელი საკვები პროდუქტები ადამიანის არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ მენტალურ ჯანმრთელობას განსაზღვრავს. შესაბამისად, რაც უფრო ჯანსაღ და უვნებელ საკვებს მივირთმევთ, მით უკეთესია ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
საერთაშორისოდ აღიარებულ კვებითი უსაფრთხოების უვნებლობის მაღალ სტანდარტებსა და მოთხოვნებს სურსათის უვნებლობის მართვის მსოფლიოში გავრცელებული და ეფექტიანი სისტემა HACCP (Hazard Analysis Critical Control Point) საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა განსაზღვრავს.
ვისთვის არის HACCP?
საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა HACCP განკუთვნილია:
სისტემა აერთიანებს საკვების მწარმოებელი მცირე, საშუალო და დიდი ბიზნესებისთვის განკუთვნილ სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის სტანდარტებს, რომლის საფუძველზეც ნებისმიერ ობიექტს შესაძლებლობა აქვს აღმოაჩინოს და აკონტროლოს სურსათის უვნებლობისთვის მნიშვნელოვანი საფრთხეები.
HACCP-ი სისტემა არ წარმოადგენს ცალკე აღებულ დამოუკიდებელ სისტემას. შესაბამისად, იმისთვის, რომ სისტემა წარმატების ფუნქციონირებდეს, ნებისმიერ ობიექტზე საჭიროა წინასწარი მოსამზადებელი პროცედურები.
ეს პროცედურები არის ეგრედ წოდებული ,,წინასწარი აუცილებელი პროგრამები’’ – ,, სანიმუშო წარმოების პრაქტიკა’’ (Good Manufacturing Practice – GMP) და ,, სანიმუშო ჰიგიენის პრაქტიკა’’ (Good Hygiene Practice – GHP), რომლებიც გავლენას ახდენს სურსათის წარმოების პირობებზე.
,, სანიმუშო წარმოების პრაქტიკა’’(GMP) და ,, სანიმუშო ჰიგიენის პრაქტიკა’’(GHP) არის სურსათის უვნებლობის კონტროლის ნაწილი, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ სურსათის წარმოება დადგენილი სპეციფიკაციების შესაბამისად ხდება.
კარგი წარმოების პრაქტიკის 5P
,,კარგი წარმოების პრაქტიკა’’ წინ უსწრებს HACCP-ის სისტემის დანერგვას/ მისი მიზანია შეიმუშაოს მეწარმისთვის განკუთვნილი ინსტრუქციები და აწარმოოს უვნებელი და ხარისხიანი სურსათი.
,, სანიმუშო წარმოების პრაქტიკა’’ მოიცავს ისეთ საწარმოო პროდუქტებს, როგორიცაა საკვები, კოსმეტიკა და ფარმაცევტული პროდუქტები.
გავრცელებული განმარტებით, GMP შედგება 5P-ისგან ანუ 5 დამოუკიდებელი კომპონენტისგან, ესენია:
1. People (ხალხი)
საწარმოო ინდუსტრიაში დასაქმებული კომპეტენტური ადამიანები
2. Products (პროდუქტები)
საწარმოს ყველა არსებული პროდუქტი
3. Processes (პროცესები)
საწარმოში მიმდინარე ყველა პროცესი, რომელიც მიმართულია საწარმოს მუდმივი გაუმჯობესებისკენ
4. Procedures (პროცედურები/დოკუმენტაცია)
საწარმოში მიმდინარე ყველა პროცედურის დოკუმენტაცია, მათი საჯაროობა და გამჭვირვალობა
5. Premises (შენობა და აღჭურვილობა)
შენობისა და მასში მდებარე აღჭურვილობის მდგომარეობა, შეფასება და კონტროლი
,,სანიმუშო ჰიგიენის პრაქტიკა’’
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ,, სანიმუშო ჰიგიენის პრაქტიკას” (Good Hygienic Practice ) განმარტავს, როგორც “უსაფრთხოების ზომებს, რომელთა დაცვა აუცილებელია სურსათის წარმოების, გადამუშავების, შენახვისა და დისტრიბუციის ეტაპებზე, ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი ჯანსაღი, უვნებელი სასურსათო პროდუქტების მისაღებად”.
შესაბამისად, სურსათის მწარმოებელი ობიექტები უნდა აკმაყოფილებდნენ ისეთ წესებს, როგორიცა:
წარწერები)
როგორც უკვე მოგიყევით, ,, სანიმუშო წარმოების პრაქტიკა’’ და ,, სანიმუშო ჰიგიენის პრაქტიკა’’ წინ უსწრებს და საფუძველს ამზადებს HACCP-ის სისტემისთვის. საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები და პროგრამები არის კომპლექსური პირამიდა, რომელიც ერთმანეთთან მუდმივ კავშირშია და საშუალებას აძლევს კვების ობიექტსა/საწარმოს აწარმოოს სურსათი უვნებლად და იზრუნოს მომხმარებლის ჯანმრთელობაზე.
სწორად შერჩეული, შენახული და რეალიზებული სურსათი არა მხოლოდ აკმაყოფილებს ადამიანის სიცოცხლისთვის აუცილებელ მოთხოვნებს, არამედ უზრუნველყოფს მის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას.
სურსათის უვნებლობა ადამიანის, თითოეული მომხმარებლის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, რომელიც სურსათის უვნებლობისგან გამოწვეული რისკებისგან დაცვას გულისხმობს.
აქვე შეგახსენებთ, რომ Food safety alliance 2019 წლიდან დღემდე აქტიურად ზრუნავს კვების ობიექტებსა და საწარმოებში საერთაშორისოდ აღიარებული სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვაზე, პერსონალის გადამზადება/დატრენინგებასა და სხვა აუცილებელი საგანმანათლებლო ღონისძიებების გატარებაზე.
ჩვენი მიზანია კვების ობიექტებმა აწარმოონ უვნებელი და ხარისხიანი საკვები.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის მომხმარებლის ჯანმრთელობა, პერსონალის კვალიფიციური ცოდნა და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისი ობიექტის ფუნქციონირება პრიორიტეტულია, შეავსე სარეგისტრაციო ფორმა.
მიიღე ყოველკვირეული სიახლეები და ინფორმაცია სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით