
არასწორი მარკირება და RFID-ის როლი
იანვარი 13, 2026დღეს საქართველოში სულ უფრო მეტი კომპანია ეძებს ინფორმაციას HACCP სისტემის დანერგვაზე, რადგან იზრდება საკვების უვნებლობის ინსპექციები, ჯარიმები და მოთხოვნები კანონმდებლობის მხრიდან. თუმცა პრაქტიკაში ხშირად ხდება ისე, რომ HACCP ფორმალურად არის დანერგილი, მაგრამ რეალურად არ მუშაობს. ამ ბლოგში Food Safety Alliance განიხილავს 5 ყველაზე გავრცელებულ შეცდომას, რომლებიც ქართულ კომპანიებს HACCP-ის დანერგვისას უშლით ხელს — და რატომ შეიძლება ეს შეცდომები გადაიქცეს ინსპექციის პრობლემებად, ფინანსურ დანაკარგებად და ჯარიმებად.
შეცდომა №1: HACCP-ის აღქმა როგორც “დოკუმენტების პაკეტი”

ერთ-ერთი ყველაზე ხშირი შეცდომა საქართველოში არის ის, რომ HACCP აღიქმება მხოლოდ როგორც:
საქაღალდე დოკუმენტებით
მოთხოვნა ინსპექტორისთვის
“აუცილებელი ქაღალდი”
სინამდვილეში კი HACCP არის ცოცხალი მართვის სისტემა, რომელიც ყოველდღიურად უნდა მუშაობდეს:
ნედლეულის მიღებიდან
წარმოების პროცესამდე
შენახვასა და რეალიზაციამდე
თუ HACCP არსებობს მხოლოდ ქაღალდზე, მაგრამ არ გამოიყენება ყოველდღიურ ოპერაციებში, ინსპექტორი ამას ძალიან სწრაფად ამჩნევს. ხოლო შედეგი შემდეგია: შენიშვნები, შეუსაბამობები, ჯარიმები და ზოგ შემთხვევაში ობიექტის დახურვა (კრიტიკული შეუსაბამობის დროს).
შეცდომა №2: HACCP-ის დანერგვა GMP/GHP-ის გარეშე

ბევრი კომპანია ცდილობს პირდაპირ HACCP-ის დანერგვას, სანიტარიულ-ჰიგიენური წინაპირობების გარეშე.
მაგრამ:
GMP (Good Manufacturing Practice)
GHP (Good Hygiene Practice)
არის HACCP-ის საფუძველი.
თუ საწარმო არ აკონტროლებს:
პირად ჰიგიენას
სისუფთავეს
მავნებლებს
ტემპერატურებს
რეცხვასა და დეზინფექციას
HACCP უბრალოდ ვერ იმუშავებს. ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც საქართველოში HACCP ხშირად “არ მუშაობს” ინსპექციის დროს.
შეცდომა №3: თანამშრომლების არ ჩართვა სისტემაში

საქართველოში ხშირად HACCP იცის:
დირექტორმა
ტექნოლოგმა
ან მხოლოდ კონსულტანტმა
მაგრამ არ იცის პერსონალმა.
თუ თანამშრომელი ვერ პასუხობს კითხვებს:
რატომ იზომება ტემპერატურა
რას ნიშნავს კრიტიკული საკონტროლო წერტილი
რა უნდა გააკეთოს გადაცდომის შემთხვევაში
ინსპექტორი ამას აღიქვამს როგორც არამუშა სისტემას. HACCP არ არის მხოლოდ მენეჯმენტის სისტემა — ეს არის ყველა თანამშრომლის პასუხისმგებლობა და აუცილებელია თანამშრომლების სწავლება.
შეცდომა №4: არასწორად განსაზღვრული CCP-ები და რისკები

კიდევ ერთი სერიოზული შეცდომაა:
ზედმეტი CCP-ების შექმნა
ან პირიქით — რეალური საფრთხეების გამოტოვება
ხშირად ხდება:
ბიოლოგიური, ქიმიური ან ფიზიკური რისკების არასწორი შეფასება
კონტროლის არაეფექტური მეთოდები
მონიტორინგის ფორმალური წარმოება
შედეგად HACCP ვერ იცავს პროდუქტს და ვერ აკმაყოფილებს საკვების უვნებლობის კანონმდებლობის მოთხოვნებს.
შეცდომა №5: HACCP სერტიფიკატთან დაკავშირებული შეცდომა

ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რამ მკაფიოდ ითქვას:
HACCP-ის დანერგვისას სერტიფიკატი არ გაიცემა.
საქართველოში ბევრი ბიზნესი შეცდომაში შედის და ფიქრობს, რომ სისტემის დანერგვის შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი
რეალურად კი:
HACCP არის სავალდებულო მართვის სისტემა, არა სერტიფიცირება
ინსპექტირება ხდება სახელმწიფო ორგანოს მიერ
სერტიფიკატები გაიცემა მხოლოდ გარკვეულ სტანდარტებზე (მაგ. ISO, BRC და სხვა), არა HACCP-ის დანერგვაზე
ამ შეცდომამ შეიძლება გამოიწვიოს არასწორი მოლოდინები და ფინანსური დანაკარგები, ყურადღებით აირჩიეთ საკონსულტაციოები და ითანამშრომლეთ მხოლოდ სანდო კომპანიებთან.
შეჯამება

HACCP საქართველოში არ არის ტენდენცია — ეს არის კანონმდებლობით მოთხოვნილი აუცილებლობა. ყველაზე დიდი შეცდომა კი არის მისი ფორმალურად დანერგვა.
თუ სისტემა:
რეალურად მუშაობს
გასაგებია თანამშრომლებისთვის
მორგებულია თქვენს პროცესებზე
ინსპექცია აღარ იქნება სტრესი, ხოლო ჯარიმების რისკი მნიშვნელოვნად შემცირდება.



